ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

მსახიობმა ია ფარულავამ ჯვარი ტარიელ სუარიზე დაიწერა. ვირტუოზმა მუსიკოსმა და კლასიკური გიტარის საოცარმა შემსრულებელმა ტარიელ სუარიმ იას ხელი პირდაპირ "ნიჭიერის" ჩაწერისას სთხოვა. ”ამბები.გე” ია ფარულავას დაუკავშირდა.

ია ფარულავა:

- მე და ტარიელი შეყვარებულები ვიყავით. ის ფრანკფურტში მოღვაწე მუსიკოსია, საუკეთესო გიტარისტი, ბახისტი, გიტარის პაგანინს უწოდებენ... ის საქართველოში ერთი თვით, თავის საქმეებზე იყო ჩამოსული. 21 სექტემბერს კი კონსერვატორიის დარბაზში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტარიელ სუარი მსოფლიო დონის ვირტუოზია...როდესაც მისი წასვლის დრო მოახლოვდა, ჩემთან განშორება უჭირდა, რასაც ძალიან განიცდიდა. ბოლოს პროექტ "ნიჭიერის" ჩაწერისას გაბედა, სცენაზე გამოვიდა და ხელი სახალხოდ მთხოვა, ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ახლაც შოკში ვარ. მეც ცოლობაზე თანხმობა ვუთხარი, ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა...

"ნიჭიერის" ჩაწერის შემდეგ მაშინვე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წავედით და ჯვარი დავიწერეთ. თან, მხოლოდ ხელისმომკიდეები გვახლდნენ, ჩვენთან ერთად, კიდევ იყო რეჟისორი - გიორგი აბაშიშვილი. შემდეგ იმავე ადამიანებმა პატარ სუფრასთან აღვნიშნეთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. ბოლოს მივედით მასთან სახლში, ტარიელმა ჩაალაგა ჩემოდანი და აეროპორტში გავაცილე.

- ახლა როგორ გაგრძელდება  თქვენი ურთიერთობა?

- ალბათ, ცოტა ხანს ერთად ყოფნა არ მოგვიწევს, რადგანაც მე აქ გადაღებები მაქვს, მას კი იქ სერიოზული საქმეები. თუმცა ცოტა ხნით მასთან ფრანკ-ფურტში მის კონცერტზე მომიწევს ჩასვლა და მისი ჯადოქრობის კვლავ ხილვა. მან მე ალბომი მომიძღვნა... საოცარი ადამიანია, ისეთი, რომ თავბრუ დამახვია. მე ვამაყობ მისით!

"ამბები.გე" ულოცავს იას და ტარიელს გაბედნიერებას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება