ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში "ემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში ნოკიას თეატრში პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო პრემიის, "ემის" დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.  წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები პოზირებდნენ.

ცერემონიალზე განსაკუთრებით ბრწყინავდა კოლუმბიელი მსახიობი სოფია ვერგარა, რომელმაც არჩევანი ამერიკელი დიზაინერის, ვერა ვანგის წითელ კაბაზე შეაჩერა. სექსუალურმა მსახიობმა არც ამჯერად უღალატა რჩეულ სტილს და ღრმად ამოჭრილი დეკოლტე შეარჩია. ცერემონიალზე ერთად მივიდნენ მამა-შვილი, ალეკ და აირლენდ ბოლდუინები. აირლენდს ფოტოგრაფების წინაშე მონდომებით პოზირებდა და ავტოგრაფებიც გულუხვად დაარიგა. მოდელ ჰეიდი კლუმის კაბაზე მოდის სახლმა "ვერსაჩემ" იზრუნა. ღონისძიებაზე მსახიობ მეთ დეიმონს მეუღლე ლუსიანა ახლდა. მაიკლ დუგლასი კი თეატრში მარტო მივიდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის მიღებისას, მსახიობმა სცენიდან ყოფილ მეუღლეს, კეტრინ ზეტა ჯონსს მადლობა გადაუხადა.

"მსურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, კეტრინს, შვილებს დილანსა და კერის. ასევე, ჩემს უფროს ვაჟს კამერონს და იმედი მაქვს, მისი ნახვის ნებას დამრთავენ", - განაცხადა მაიკლმა.

2013 წლის "ემის" გამარჯვებულთა ნუსხა ასე გამოიყურება:

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ტელესერიალში - მერიეტი ვევერი, "ძიძა ჯეკი".

კომედიური ტელესერიალის საუკეთესო სცენარი - თინა ფეი და ტრეისი უაიგფილდი.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ ტელესერიალში - ტონი ჰოლი, "Veep".

კომედიური ტელესერიალის საუკეთესო რეჟისურა - გეილ მანკუზო, "თანამედროვე ოჯახი".

საუკეთესო სცენარი დრამატული სერიალისთვის - ჰენრი ბრომელი, "სამშობლო"

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში - ჯეფ დანიელსი, "ახალი ამბების განყოფილება".

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი მინი სერიალსა თუ ფილმში - მაიკლ დუგლასი, Behind the Candelabra.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალსა თუ ფილმში - ელენ ბარსტინი, "პოლიტიკური ცხოველები".

საუკეთესო ქორეოგრაფია - დერერ ჰოფი, "ცეკვავენ ვარსკვლავები".

საუკეთესო რეალითი საკონკურსო შოუ - "ხმა".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება