მილანის მოდის კვირეული - 2013 Dolce&Gabbana-ს ჩვენება

მილანის მოდის კვირეული - 2013  Dolce&Gabbana-ს ჩვენება

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, მიუხედავად სირთულეებისა, მილანის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარმოადგინეს. შეგახსენებთ, რომ დიზაინერებს გადასახადებისგან თავის არიდებაში და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. ამის გამო მათ რამდენიმე ასეული მილიონის ჯარიმა ან ციხეში ჩაჯდომა ემუქრებათ.

მოდელიორებმა წელს ძველრომაული თემა გამოიყენეს და აბრეშუმზე არქიტექტურის ნიმუშები, სვეტები,  ძველი მონეტები და ორნამენტები დაიტანეს.

ამასთან, დიზაინერებს უარი არ უთქვამთ ტრადიციულ ”კოპლებიან” პრინტზე, ყვავილებიან ნაქარგებსა და მოცულობით აპლიკაციებზე. აქსესუარებად დიზაინერებმა  მსხვილი ბიჟუტერია და დიდი ქამრები გამოიყენეს, რომელიც გლადიატორების მორთულობას მოგვაგონებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება