როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს

როდის ნახულობს ივანა მელაი საქართველოს პრეზიდენტს და რა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს

უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა... მას შემდეგ, რაც ივანამ რამდენიმე წლის წინ სვანეთში ახალი წლის ღამეს კონცერტი გამართა, ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა მოიპოვა, ამას მოჰყვა უამრავი ჭორი მასზე, მისი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე... ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ მომღერლის ინტერპოლით ძებნილმა მამამ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, შედეგად დღეს ივანას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს... ინტერესი მომღერლის მიმართ კიდევ მაშინ გაიზარდა, როდესაც პარლამენტარმა ირინა იმერლიშვილმა სხვა დოკუმენტებთან ერთად აღმოაჩინა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა მას 982 ლარად ღირებული სამკაული სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე უყიდა... სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ საქართველოზე შეყვარებულ და ახლა უკვე საქართველოს მოქალაქე ივანა მელაის.

- ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აღარ ჩანდით ტელევიზიასა თუ პრესაში, რა გახდა ამის მიზეზი?

- ბოლო თვეების განმავლობაში ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში, გახლდით დუბაიში, აბუდაბიში, მილანში და ვცდილობდი, სასიამოვნო სასარგებლოსთვის შემეთავსებინა, თან ვისვენებდი და თან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს პროდიუსერებთან ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყანა ახლაც მელოდება ახალი წინადადებებით. გარდა ამისა, მე მქონდა შემოქმედებითი ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისთვის მალე გახდეს ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამასთანავე ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. მე არ ვარ მანქანა, ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ნიჭი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი (იღიმის).

- რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც საქართველოზე შეყვარებული ადამიანისთვის და უკვე საქართველოს მოქალაქისთვის, მთავრობის ცვლილების შემდეგ?

- გარდა იმისა, რომ დაიხურა ტელეკომპანია ''პიკი'' , ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა, მა გრამ ''პიკის'' დახურვით ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს კარგი ნამდვილად არ არის. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს მათ. გარდა ამისა, როგორც ხელოვანი, გამაოცა, რომ გასულ ახალ წელს არ იყო კონცერტები, როცა უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში იმართება სხვადასხვა ღონისძიება ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, ეს ცვლილება არც მე მომწონს და ალბათ არც ხალხს, რადგან კონცერტი და განტვირთვა ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ.

- ამბობენ, ივანა ''პიკში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი იყოო, რით იყო განპირობებული თქვენი მაღალი ხელფასი?

- ეს ნორმალური მოვლენაა. მე მიმყავდა გადაცემა უკრაინულ ტელეკომპანიაში, რომლის შემოსავალიც წელიწადში ათასობით დოლარი იყო. როდესაც მე წამოვედი ამ პროექტიდან, გადაცემა დაიხურა, სპონსორებმა უარი თქვეს გადაცემის ჩემ გარეშე დაფინანსებაზე... ჩემი სტატუსისა და რეიტინგის გამო მოხდა ეს და საქართველოშიც სწორედ ეს იყო ჩემი ანაზღაურების განმსაზღვრელი. გადაცემის დახურვის შემდეგ უამრავი ადამიანი მწერს, კითხულობენ, როდის აღდგება ეს გადაცემა და გულისტკივილს გამოხატავენ მისი დახურვის გამო, ამისთვის მადლობელი ვარ, ეს ფასდაუდებელი შრომაა.

- ამბობენ, ივანა მელაი უკრაინაში საშუალოდ პოპულარული მომღერალია და სულაც არაა საქმე ისე, როგორ პიარსაც უკეთებენ, ბევრმა უკრაინელმა არც იცის, ვინ არის ეს მომღერალიო, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- ჩემი პირველი ალბომი რადიოსადგურებში უკვე 11 წელია ტრიალებს, ჩემი სიმღერები ისმის უკრაინის ყველა ''მაკდონალდსში'' , ყველა დიდ სუპერმარკეტში, ჩემი რეალტონები ძალიან პოპულარულია ყველა მობილურ ქსელში... და ეს არაფერს გეუბნებათ? ამის ფონზე თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად პოპულარული ვარ უკრაინაში. ერთია რას ამბობს ხალხი, ფაქტი კი სულ სხვაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება