როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"

როგორ მოხვდა ჯანეტ ქერდიყოშვილი "ვია გრადან" "დღის შოუში"

მას მერე, რაც "ვია გრას" წევრობაზე უარი თქვა, "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი სამშობლოში დაბრუნდა, 23 სექტემბერს "იმედის" ეთერში მაყურებელს ახალ სეზონზე "დღის შოუს" ერთ-ერთ წამყვანად მოევლინა. ის ოქტომბრის ბოლოს "მის სამყაროზე" აპირებს გამგზავრებას, რისთვისაც სერიოზულად ემზადება. "ამბები.გე" ჯანეტს დაუკავშირდა.

- ჯანეტ, რატომ წამოხვედი "ვია გრადან"?

- კონკურსში "ვია გრაში მინდა" ფინალამდე გავედი, ყველა ტური გავიარე, რაც გასავლელი იყო და როდესაც 24 გოგოს შორის მოვხვდი და უკვე კონტრაქტზე უნდა მომეწერა ხელი, გადავწყვიტე, სახლში წამოვსულიყავი.

- რატომ?

- ჩემი ოჯახი არ იყო მომხრე, "ვია გრას" წევრი გავმხდარიყავი და მხარში არ მედგნენ. უარი მთლად ამიტომაც არ მითქვამს, რომ გითხრათ, ძალიან მინდოდა მისი წევრობა, ერთი სული მქონდა, იქ როდის მოვხვდებოდი და ძალიან სერიოზულად ვუყურებდი იმ შოუს-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ რას შევძლებდი.

- კონკრეტულად, რა გინდოდა?

- საინტერესო იყო, გავიდოდი თუ არა ფინალამდე. როდესაც გავიგე, რომ შოუს ორგანიზატორები მთელი სერიოზულობით მიყურებდნენ და ვგრძნობდი, რომ ამ შოუში რიგითი მონაწილე არ ვიყავი, საბოლოოდ უარი ვთქვი.

- მოკლედ, ამისთვის არ იყავი მზად?

- კი, პირველი მიზეზი ოჯახია, მერე ოქტომბრის ბოლოს "მის სამყაროაზე" მივემგზავრები და შესაძლოა, ამაშიც შემშლოდა ხელი, რადგანაც იქ როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ვერ წავიდოდი...

მოკლედ, როდესაც უნდა გადამეწყვიტა, წავიდოდი თუ არა "ვია გრიდან", "ფეისბუქზე" მომწერეს, რომ "დღის შოუს" წამყვანებზე კასტინგი ტარდებოდა და ხომ არ მქონდა მასში მონაწილეობის სურვილი. აზრი მომეწონა, მივედი, კასტინგიც გავიარე და გასაუბრებაც მქონდა... გუშინ ეთერში გავედით. როგორც დღის შოუს ერთ-ერთი წამყვანი სტუდიიდან ამაყი და ბედნიერი გამოვედი, ყველამ კარგად შემაფასა, თუმცა გადაცემა მე ჯერ არ მინახავს.

- შოუში თავად როგორ გრძნობდი თავს?

- თავიდან მეგონა, რომ დავიძაბებოდი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ისე, სანამ დაიწყებოდა, ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ კამერები რომ ჩაირთო, დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა.

არ მინდა, რომ ეკრანზე ვჩანდე, როგორც ერთი ლამაზი გოგო, რომელიც შიგნით ცარიელია. ამ მიმართულებით შრომა მომიწევს და მგონი, ყველაფერს შევძლებ.

- სტუდიაში გამოცდილი ჟურნალისტები და წამყვანები (ნანიკო ხაზარაძე და სოფო ნარჩემაშვილი) გყავდა, რომლებსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დიდი გამოცდილებ აქვთ. როგორი პარტნიორობა გაგიწიეს?

- მართლა გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ სტუდიაში ძალიან მაგარი გოგოები გვყავს. ისეთი ჯგუფი შეიკრა, რომ შენ ჩემზე უფროსი ხარ, ან პირიქით, ასე არ არის. ყველანი ერთმანეთს ვეხმარებოდით, მხარში ვუდექით. ალბათ, ასეც უნდა იყოს.

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ?

- კი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ...

- ყოჩაღ, რამდენს ასწრებ? …

- ჰო, ვცდილობ.

- დაოჯახებას როდის აპირებ?

- ეგ საკითხი მეორე პლანზე მაქვს გადაწეული.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება