ბრიტნი სპირსს ფონოგრამით ნამღერში 310 000 დოლარს უხდიან

ბრიტნი სპირსს ფონოგრამით ნამღერში 310 000 დოლარს უხდიან

მომღერალ ბრიტნი სპირსს მხოლოდ იმაში, რომ სცენაზე გავიდეს და პირი გააღოს 310 000 დოლარს უხდიან.

ვარსკვლავი ლას-ვეგასში მდიდრულ კაზინოში Planet Hollywood-ში მიიწვიეს. ბრიტნის "ცოცხლად" სიმღერა არ სურდა, შესაბამისად, პროექტის ორგანიზატორებმა მას ფონოგრამა შესთავაზეს. როგორც კულუარებში ამბობენ, სპირსი სცენაზე ფონოგრამით იმღერებს და პირად ანგარიშზე 310 000 დოლარი გადაერიცხება.

"ბრიტნის ცოცხლად სიმღერის შესრულება ეზარება, მაგრამ ამის მიუხედავად, უზარმაზარი ჰონორარი აქვს. უამრავი წელია, ის ფონოგრამით გამოდის კონცერტებზე", - ამბობს წყარო.

ამასთან, მომღერალი გეგმავს, სცენაზე შვილები აიყვანოს და ბავშვებთან ერთად იმღეროს. ამ საკითხზე მძაფრი რეაქცია აქვს მის ყოფილ მეუღლეს, რეპერსა და მოცეკვავეს კევინ ფედერლინს. მან განაცხადა, რომ "მისი შვილები ცირკის მაიმუნები არ არიან".

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება