ლედი გაგა და ადამ ლევინი "ტვიტერში" წაკამათდნენ

ლედი გაგა და ადამ ლევინი "ტვიტერში" წაკამათდნენ

ადამ ლევინი და ლედი გაგა "ტვიტერში" წაკამათდნენ. მომღერლებს ერთმანეთის სახელები არ უხსენებიათ, თუმცა მიკრობლოგის მკითხველებმა ადვილად გაარკვიეს, ვის ეკუთვნოდა მათი რეპლიკები.

34 წლის ლევინმა თავის ტვიტერზე დაწერა: "თუკი შენ ძველი ხელოვნების ნიმუშებს გადაამუშავებ და ახალგაზრდა თაობას წარუდგენ, ეს ჯერ კიდევ  არ ნიშნავს, რომ არტისტი ხარ. ეს ნიშნავს, რომ შენ ხატვის მასწავლებელი ხარ".

სოციალური ქსელის მომხმარებლები მაშინვე მიხვდნენ, რომ ადამი ლედი გაგას ახალ ვიდეოს Applause-ს  აკრიტიკებდა. ვიდეოში გამოყენებულია სახეები კლასიკოსების შემოქმედებიდან, მაგალითად ინგმარ ბერგმანის The Seventh Seal-იდან  და ბოტიჩელის "ვენერას დაბადებიდან".

ადამის აზრით, აუდიტორიის გულის დასაპყრობად საკმარისია კარგი მუსიკის შექმნა.

ამ სტატუსში ადამს ლედი გაგა  არსად უხსენებია, თუმცა 27 წლის გაგამ ეს კრიტიკა საკუთარ თავზე მიიღო და თავის ტვიტერზე დაწერა "მეგობრებო, აქ ჩვენ არტ-პოლიცია გვყავს".

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება