რუსი მოდელი მოდის ბიზნესის კულუარებზე საუბრობს

რუსი მოდელი მოდის ბიზნესის კულუარებზე საუბრობს

დიეტა, კასტინგიდან კასტინგზე სირბილი, აგენტებთან ურთიერთობა, უცხო ქალაქში გადასახლება - ჟურნალების გარეკანზე მომღიმარი მოდელი გოგონების ცხოვრება არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

27 წლის რუსი მოდელი ეკატერინა ელიზაროვა ჟურნალისტებთან მოდის ბიზნესის კულუარებზე საუბრობს და აცხადებს, რომ, გოგონები ყოველ დღე ფსიქოლოგიურ წნეხში არიან. მისი თქმით, ხელმძღვანელებს მოდელები დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში მიჰყავთ, რათა მდიდარი კაცები მოხიბლონ. კატიას თქმით, ზოგჯერ მამის ტოლა მამაკაცებთან ფლირტაობა უწევთ.

"ეს ჩვენი სამსახურის ყველაზე უსიამოვნო პროცესია. ხშირად სააგენტოში საკმარის ანაზღაურებას არ გიხდიან და რამდენიმე თვე იძულებულ დიეტაზე ხარ. მოულოდნელად სააგენტოში გეუბნებიან, რომ კლუბში უფასო სადილია მომზადებული. გვთხოვენ, წავიდეთ და თან მეგობარი გოგონები წავიყვანოთ. იქ კი თითო გოგოზე 20 მამაკაცია და ყველა შენს შეცდენას ცდილობს. უბედურება კი ისაა, რომ ეს აღარ გადარდებს, რადგან ძალიან გშია", - ამბობს ელიზაროვა.

მოდელის თქმით, ხშირად მამაკაცები 16 ან 17 წლის გოგონებს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით აბრუებენ.

კატიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდაში სავსე ფორმის, სექსუალური გოგონებია, სააგენტოებში ჯიუტად განაგრძობენ ზედმეტად გამხდარი გოგონების მიღებას. როგორც მოდელი ამბობს, ხშირად ისედაც გამხდარ გოგონას ჭარბწონიანად თვლიან და ულტიმატუმს უყენებენ, რომ თუ ჩვენებაში მონაწილეობის მიღება სურს, რამდენიმე დღეში კილოგრამები უნდა დაიკლოს.

"ძალიან ბევრი მეგობარი მოდელი მყავს. ყველა მათგანი ზედმეტად გამხდარია, მაგრამ ფიქრობენ, რომ მსუქნები არიან. ვიცნობ გოგონებს, რომლებიც კოკაინს იყენებენ, რათა ლოყები ჩაუცვივდეთ. ზოგიერთი გოგონა კბილებს იღებს, რათა სახე გაცილებით გამხდარი გამოჩნდეს", - ამბობს ის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოდელები, თუ აგენტები მოდის ინდუსტრიის მკაცრ კანონებზე საუბრობენ. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მოდის ჟურნალის, "ვოგის" ავსტრალიური გამოცემის ყოფილი რედაქტორის კრისტი კლემენტის გულახდილმა ინტერვიუმ საზოგადოება შეძრა. მან ე.წ. "პარიზულ სიგამხდრეზე" ისაუბრა. ეს ტერმინი იმ მოდელებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ დაგეგმილ შოუებში იღებენ მონაწილეობას - გოგონა ვალდებულია ისეთი დიეტა დაიცვას, რომ ტანმა ნებისმიერი ტიპის ქსოვილი "აიტანოს".

კლემენტის თქმით, კონტრაქტისთვის გოგონები საშინელებებს სჩადიან: ზოგიერთი მოდელი შიმშილის გრძნობის მოსაკლავად ქსოვილს ღეჭავს, დანარჩენები რამდენიმე დღე არაფერს ჭამენ, მუდმივად დადიან საავადმყოფოებში, რომ წვეთოვანი გაიკეთონ, რათა პოდიუმზე გონება არ დაკარგონ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოდელს იმის შიშით, რომ ფოტოგრაფს ფოტოსესიაზე შენიშვნა არ მიეცა, ან დიზაინერს ჩვენებიდან არ მოეხსნა, 2 დღე არაფერი უჭამია. რედაქტორმა ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთ ფოტოსესიაზე შეხვდა მოდელს, რომელმაც 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ისადილა, რასაკვირველია, მცირე ულუფით. შედეგად, მშიერ გოგონას კამერის წინ თვალების გახელა უჭირდა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება