ნანი ბრეგვაძე პირველ CD ალბომს წერს საქართველოში

ნანი ბრეგვაძე პირველ CD ალბომს წერს საქართველოში

ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ნანი ბრეგვაძე პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში. მომღერალი პროექტს კომპანია "ბრავო რექორდსთან" ერთად ახორციელებს.

ალბომში შევა ნანი ბრეგვაძის შესრულებული ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ახალი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა.

სტუდიურ ჩაწერაზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი. CD ალბომში სახელწოდებით, "ვიხსენებ მე", შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ გზაზე, რაც დღემდე განვლო.

ალბომის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართება.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება