ეზელი, სავაში და ონური - რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები

ეზელი, სავაში და ონური - რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები

სავაში, ეზელი, ონური - ეს იმ თურქული სერიალების მთავარი გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც საზოგადოებას ბოლო დროს ძალიან შეაყვარეს თავი. ბრაზილიური, ვენესუელური და კოლუმბიური სერიალები თურქულმა სერიალებმა შეცვალა.

მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ სერიალის გმირები, რომ ხუმრობდნენ, სავაშმა კენჭი რომ იყაროს, პრეზიდენტადაც აირჩევენო. ფაქტია, რომ დღეს ყველა არხზე ერთიმეორის მიყოლებით გადის თურქული სერიალები. ზოგს მასობრივი ''სავაშიზაცია'' განსაკუთრებულად აღიზიანებს და ზოგსაც პირიქით, ჩიმაროს და სხვა ვენესუელელ ათლეტებს აზიელი მამაკაცები ურჩევნიათ.

ორი აზრის სტუმრებად ამჯერად ტელეწამყვანი ეკო ფანგანი და ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე შევარჩიეთ. ორივეს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, უყურებენ თუ არა თურქულ სერიალებს, რამდენად მოსწონთ მოსახლეობის ასეთ დონეზე გაგიჟება და როგორ ფიქრობენ, რატომ მოსწონთ ქართველ ქალებს თურქი მამაკაცები?

ეკო ფანგანი:

- ჩემი ახლო მეგობრები თურქულ სერიალებს არ უყურებენ, მაგრამ ნაცნობებიდან ბევრი უყურებს. მურატ ილდიმირის (სავაშ ბალდარი) მონაწილეობით სერიალი არ მინახავს, მაგრამ ბოლოს ''მაესტროზე'' ჰალიტ ერგენჩის (ონური) მონაწილეობით რამდენიმე სერიას ვუყურე.

აგარაკზე ვარ და აქ დედა, ძიძა, მთელი ოჯახი უყურებდა. ჩემი აზრით, ქალბატონებს ასე მასობრივად იმიტომ მოსწონთ ეს გმირები, რომ ჩვენთან კაცური კაცების, თან ჯენტლმენების, თან ერთგულებისა და ფულიანების დეფიციტია. თურქულ სერიალებში ძირითადად ასეთი ტიპები არიან გამოყვანილი, თუმცა სავაშის მონაწილეობით სერიალს, ჩემდა გასაოცრად, კაცებიც უყურებდნენ.

მე ბრაზილიური სერიალები უფრო მომწონდა, ლამაზი და ხალისიანი ხალხი მონაწილეობდა. თურქულ სერიალებში კი სულ გოდებაა. სერიალი იმისთვის არის, რომ გაერთო და თურქების პრობლემების განხილვაში ნუ გადავვარდით ქართველები, მე მგონი, საკუთარიც ბევრი გვაქვს.

- იმასაც ხუმრობენ, რაც აღა მაჰმად ხანმა ვერ მოახერხა საქართველოში, თურქულმა სერიალებმა შეძლოო.

- (იცინის) რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე, ''რა სავაში, რის სავაში, ონური ყოფილა კაცური კაცი-მეთქი". ამ სტატუსზე უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. სასაცილო ის არის, რომ საზოგადოება სავაშისტებად და ონურისტებად დაიყო. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამა თურქეთში საელჩოში მუშაობდა და რამდენიმე წელი იქ ვცხოვრობდი. დიპლომატიურ კორპუსს ასეთ ღრმად მორწმუნე ხალხთან არ გვქონია ურთიერთობა, უფრო გაევროპელებულ თურქებთან ვკონტაქტობდით.

ერთხელ ''მაესტროს'' საგრიმიორიში ჰყვებოდნენ, რომ თურქულ სერიალში ქალი დაქვრივდა და დედა გარეთ აღარ უშვებსო. თურქეთში ცხოვრებისას ასეთი შემთხვევების შესახებ არ გამიგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, სერიალი ხალასი და კარგი იყოს და არა, ''ვაიმე, დედა, რა გვეშველება", გაძახებინოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება