ბრენდმა GIZI-მ გრანდიოზული ჩვენება მოაწყო

ბრენდმა GIZI-მ გრანდიოზული ჩვენება მოაწყო

ბრენდმა GIZI-მ ქართული მოდის სფეროში მოღვაწეობა გრანდიოზული ჩვენებით დაიწყო. ახალი ქართული ბრენდის საპრეზენტაციო ჩვენება "მათე მოტორსის" პავილიონში გაიმართა. ბრენდმა საზოგადოებას განსხვავებული და საინტერესო კოლექცია ცოცხალი ორკესტრისა და აკაპელას აკომპანიმენტით წარუდგინა.

კოსტიუმები ტყავით, ბეწვით, თექით და ხელნაკეთი აქსესუარებით იყო გაწყობილი. ჩვენება ორ ფერში (თეთრი და შავი) იყო გადაწყვეტილი.

ბრენდის დამფუძნებლები "ვალენტინოს" ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გიზი ჭავჭანიძე და ალექსანდრ ვოლკოვი არიან. კოლექცია ოთხი სამოდელო სააგენტოს - "ჯეო მოდელსის", "ნატალის", "შარმის" და "ლუქს-მოდელსის" მოდელებმა წარადგინეს.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება