ქეთა თოფურია ორსულადაა?

ქეთა თოფურია ორსულადაა?

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, როგორც ჩანს, ბავშვს ელოდება. ამაზე მომღერლის ერთ-ერთი მეგობრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო მეტყველებს. ვარსკვლავი დიზაინერმა ალექსანდრ არუთინოვმა "გამოააშკარავა", რომელთანაც ქეთა სქელი, ლურჯი ფარშევანგის ფრთებით გაფორმებული ქსოვილით შეკერილი კაბით მივიდა. ტანსაცმლის საინტესერო დიზაინმა, რა თქმა უნდა, ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მთავარი სენსაცია არ გამხდარა. საზოგადოების განხილვის საგნად მომღერლის მრგვალი მუცელი იქცა.

26 წლის მომღერალი ქეთა თოფურია 9 სექტემბერს 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. წყვილმა მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ "ბარვიხაში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

მომზადებულია news.rambler.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება