სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

სომეხ "პროდიუსერთა" ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!

ბოლო პერიოდში თბილისში რამდენიმე რუსი ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ გვაცნობეს, თუმცა ზემფირას კონცერტები ჩაიშალა და ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, მოგვიანებით იგეგმებოდა მიხაილ შუფუტინსკის, ანასტასია ვოლოჩკოვასა და ირინა ალეგროვას კონცერტები, რომლებიც ასევე არ გამართულა. ზემფირას კონცერტებზე საზოგადოებამ, ასე თუ ისე, ინფორმაცია მიიღო და ბევრი ურთიერთბრალდება მოისმინა ორგანიზატორებისა და ზემფირას მხარეებიდან, რაც შეეხება სასექტემბროდ დაგეგმილ ვოლოჩკოვასა და ალეგროვას კონცერტებს, აქ საქმე ერთსა და იმავე ორგანიზაციასთან გვაქვს, სომეხ პროდიუსერთა ჯგუფთან, რომლებიც, როგორც პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბარში აცხადებს, თაღლითური სქემით უამრავ ქვეყანაში ატყუებენ ხალხს, მათ შორის, საქართველოში. ეკა ჩიტაშვილი დიდი ხანია, საზღვარგარეთ მუშაობს შოუბიზნესის სფეროში, აკეთებს მუსიკალურ კონკურსებს, აქვს საპროდიუსერო კომპანია, თანამშრომლობს არტისტებთან, უზრუნველყოფს კონცერტების მოწყობას და ა.შ.

"ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დსთ-ს მთელ რიგ ქვეყნებში დაგეგმილი კონცერტები ჩაიშალა. ყველა ამ კონცერტს აერთიანებს მაყურებლისთვის აბსოლუტურად უცნობი საკონცერტო ორგანიზაციები. ეს დაახლოებით ათკაციანი თაღლითური ჯგუფი რამდენიმე წელია მუშაობს სქემით, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ. ქმნიან ახალ კომპანიას, რომელიც ვარსკვლავს კონკრეტულ ქალაქში კონცერტზე უთანხმდება. შეთანხმებული ჰონორარიდან მინიმალურ თანხას ავანსად იხდიან, ვთქვათ 30 000 დოლარიდან ხუთი ათასს. ამასობაში ეძლევათ რეკლამის გაკეთების, ბილეთების გაყიდვის უფლება. შემდეგ კი, თუკი რამდენიმე დღით ადრე კონცერტს გააუქმებს, ზემფირას რჩება ავანსი, მაგრამ დანარჩენ ფულს ვერ იღებს, ვერც კონცერტს ატარებს, ორგანიზატორს კი ბილეთების ფული მთლიანად რჩება. შესაძლოა, რეკლამაში ჰქონდეს ხარჯი და ის ავანსი, რომელიც უკვე გადახდილი აქვს. ვერც ერთი სასამართლო ვერ მოუგებს პროცესს და ვერ დააბრუნებინებს თანხას მაყურებლებისთვის, ისეთი ტიპის ხელშეკრულებებს უფორმებენ სხვადასხვა ქვეყანაში დარბაზებს. გაუქმებული კონცერტების სია საკმაოდ ვრცელია, მაყურებელს კი ფულს არ უბრუნებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ თაღლითები ცვლიან კომპანიების დასახელებებს. ეს ადამიანები კი არ იმალებიან, უბრალოდ, მათი კომპანიები გაკოტრებულად ცხადდება, ერთჯერადი კომპანიებით მუშაობენ, რომელთაც არ გააჩნიათ დივიდენდები, მომჩივანმა მხარემ რომც მოიგოს, თანხას მაინც ვერ ამოიღებს", - განაცხადა ეკა ჩიტაშვილმა.

პროდუსერის თქმით, ზემოხსენებული ჯგუფის წარმომადგენლები მასაც დაუკავშირდნენ და როგორც პროდიუსერს, ამ სქემაში ჩართვა და ფულის შოვნა შესთავაზეს, თუმცა ეკასგან კატეგორიული უარი მიიღეს.

"სომხეთიდან მოსკოვში ჩასული დაჯგუფებაა. მათ მეც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. ისინი ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, ერიდებიან ცენტრალურ ქალაქებს და ძალიან გამიკვირდა, როგორ გარისკეს თბილისში კონცერტის დანიშვნა", - აღნიშნა პროდუსერმა.

ეკა ჩიტაშვილის თქმით, ამ კომპანიის საქმიანობასთან ქართველებს კავშირი არ აქვთ, ვინაიდან ასეთ რისკზე თავად კომპანიის წარმომადგენლები ვერ წავლენ. ამასთან, როგორც პროდუსერი აღნიშნავს, თაღლითების მოგება საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

"მხოლოდ ფილარმონიის კონცერტიდან შეგიძლიათ გადათვალოთ, 2000 ბილეთს რომ 150 ლარად გაყიდდნენ, რა მოგება დარჩებოდათ. ამას მხოლოდ ავანსის ფულს გამოაკლებდნენ და დანარჩენი მათი მოგება იქნებოდა", - აღნიშნა ეკა ჩიტაშვილმა.

პროდუსერი მაყურებელს ურჩევს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და ამა თუ იმ კონცერტზე ბილეთის შეძენამდე დეტალურად მოიძიოს ინფორმაცია კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის შესახებ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება