ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?

ბერლუსკონი მესამედ ქორწინდება?

სილვიო ბერლუსკონის 28 წლის მეგობარმა ფრანჩესკა პასკალემ,  ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ერთი სული აქვს, როდის სთხოვს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს.  ფრანჩესკა პასკალეს უკვე ნახევარი წელია ბერლუსკონის საცოლედ იცნობენ.

ახალგაზრდა ქალბატონის თქმით, მან ბერლუსკონის ყურადღება ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მიაქცია.  "18 წლისაც არ ვიყავი, რომ გადავწყვიტე - მასთან ერთად ცხოვრება მინდოდა",- აღიარა პასკალემ. გოგონას საერთოდ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მათ შორის 49 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ბერლუსკონის გამო ფრანჩესკა  ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაშიც კი გაწევრიანდა. სილვიო და ფრანჩესკა პირველად 2006 წელს შეხვდნენ - გოგონამ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და პოლიტიკოსს ტელეფონის ნომრების გაცვლა შესთავაზა. მალე მათ ფარული რომანი გააბეს - ბერლუსკონი დაქორწინებული იყო და არ უნდოდა ამ ურთიერთობის აფიშირება.

"ის მეუბნებოდა: შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და ვერ მოგცემ იმ მომავალს, რასაც იმსახურებ", - აღნიშნა ფრანჩესკამ. საბოლოოდ, მან დაარწმუნა ბერლუსკონი, რომ მისი სიყვარული სერიოზული გრძნობა იყო. "ის მე მეოცნებედ მთვლიდა, არ იყო ადვილი მისი დარწმუნება", - აღიარა მან.

"მე ის ვიპოვე, ვუვლიდი, ვაიძულე შევყვარებოდი და გავხდი მისი მეგობარი. პრაქტიკულად, ყველაფერი მე გავაკეთე. ახლა მან მხოლოდ "დიახ" უნდა თქვას",- განაცხადა ფრანჩესკამ.

თუკი ფრანჩესკა მოახერხებს და ბერლუსკონის საკურთხეველთან მიიყვანს, ეს ბერლუსკონისთვის მესამე ქორწინება იქნება. ამასთან, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ბერლუსკონი ოფიციალურად გაეყრება ვერონიკა ლარიოს. ვერონიკამ განქორწინებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა და ბერლუსკონი ღალატში დაადანაშაულა.

მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა