სტეფანე: "ვეცდები, ადამიანი, რომელიც ფინალში მოხვდება, სახალხო ტიპი იყოს"

სტეფანე: "ვეცდები, ადამიანი, რომელიც ფინალში მოხვდება, სახალხო ტიპი იყოს"

"ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა, ნებისმიერ ჯერზე, ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ, იმ პერიოდში, როცა მასში ვარ ჩართული, ამ ყველაფრით ვცხოვრობ", - აღნიშნავს "ახალი ხმის" მწვრთნელი, მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც ამ შოუში მონაწილეობის პარალელურად, კიდევ ერთი საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო, მაგრამ, ჯერჯერობით, მასში ჩართვაზე უარი განაცხადა. როგორც ამბობს, ორ პროექტზე ერთდროულად ვერ მუშაობს, რადგან "ახალ ხმაში" მაქსიმალურად იხარჯება.

- წესით, პროექტზე, რომელიც მხოლოდ მე, როგორც შემოქმედ სტეფანეს ეხება, უკვე უნდა ვმუშაობდე, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ, რადგანაც მთელი ჩემი დრო "ახალ ხმას" მიაქვს...

უკვე 12 კონკურსანტი მყავს და ჩემი თვითმიზანია, რომ ისინი მომენდვნენ, რომ თითოეულის შესაძლებლობა ბოლომდე წარმოვაჩინო. ახლა რინგის მომზადების პროცესში ვარ, მაგრამ "სასტიკ" რაღაცებს არ ვაკეთებ ანუ ერთმანეთთან შეუსაბამო კონკურსანტებს არ ვაჯახებ. ამასთან, პროექტის მიზანი არ არის, ესა თუ ის მომღერალი შენ საშემსრულებლო მანერას და სტილს დაუახლოვო ან საკუთარ თავს დაამსგავსო. ის შოუში იმისთვის არ მოსულა, რომ იმის პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ მაინცდამაინც ვინმეს მსგავსი იყოს. ამიტომ, ჩემი მიზანია, მათი შესაძლებლობები წინ წამოვწიო და კონკურსანტების ინდივიდუალიზმზე მეტად ვიმუშაო.

და კიდევ, თუ პროექტს "ახალი ხმა" ჰქვია, ახალბედა მუსიკოსებში მართლაც ახალი ხმა უნდა ვიპოვო. როგორც ეს ნინი ცნობილაძის შემთხვევაში მოხდა, მიმაჩნია, რომ ის I სეზონის ახალი ხმა იყო. მანამადე აქ ნინის მსგავსი მონაცემის მქონე შემსრულებელი არ არსებობდა და ის ხმა სწორედ მან შემოიტანა. შემდეგ საბავშვო "ახალ ხმაში" გორიდან ჩამოსულმა უცნობმა ბავშმა - ლედი ლალიაშვილმა თქვა სათქმელი, მანამადე ის შოუს კულისებში დარბოდა, მაგრამ არავის შეუმჩნევია ის შესაძლებლობა, რაც მასში მე აღმოვაჩინე, მაყურებელს სულ სხვა კუთხით დავანახე. ამ პროექტს პირნათლად ვემსახურები. ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომლებიც ჩემთან მოდიან და მენდობიან, თითოეულის ამბიციას ვაღრმავებ და მათ ინდივიდუალიზმს წინა პლანზე მეტად ვწევ, რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი და არა ჩემი პერსონა. იმაზე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მაინცდამაინც საკუთარი თავი წარვუდგინო. შოუში მნიშვნელოვანი კონკურსანტია! თანამედროვე მსოფლიო მუსიკაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, მერე რა რომ საქართველოში ვცხოვრობთ? მოკლედ, ამ ყველაფერს ღრმად, ფილოსოფიურად ვუდგები...

- ცდილობ, პროექტის მთავარ ხაზს გაჰყვე, არ დაკარგო, რისთვისაც ყველაფერს აკეთებ. ასეა?..

- ძალიან მინდა, რომ კონკურსანტებში ახალი ხმები აღმოვაჩინო. როგორც ვთქვი, I სეზონზე, ახალი ხმა ნინი ცნობილაძე იყო, ბავშვებში - ლედი ლალიაშვილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ აქ ხომ მნიშვნელოვანი ხალხის გულის მოგებაა.

- ამბობენ, რომ წელს მწვრთნელები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები იქნებიანო... შენ როგორ ტაქტიკას ირჩევ?…

- მე ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ.

- როგორ? ისინი შენთვის კონკურენტები არ არიან?

- კონკურენტები თეორიულად არიან. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, შოუ რომ დასრულდება, რეზიუმეს მერე გავაკეთებ. მოკლედ, პროექტში ყოველი ჩემი ახალი მონაწილეობის დროს, აბსოლუტურად სხვანაირი ვარ ხოლმე.

ამჯერად, გადავწყვიტე, საკითხს ასე მივუდგე, - არავინ მაინტერესებს, ჩემს გეგმას მივყვები, - რინგზე ნამდვილი კონცერტი მექნება და არა ბრძოლა ორ ადამიანს შორის. მირჩევნია, საქმის გარდა, სხვაზე არაფერზე ვიფიქრო. მით უფრო, რომ ამის დროც არ მაქვს, ძალიან დატვირთული ვარ, "ვერის უბნის მელოდიების" რეპეტიციებიც დაგვეწყო, სპექტაკლი 6 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც ვმონაწილეობ...

- და შენგან სიახლე II სეზონზე სწორედ ეს არის?

- სიახლე ის არის, რომ "ახალ ხმაში" ჩემთან ერთად გაკეთებული, ყველაფერი სიახლეა და ისიც, რომ პროექტში ზოგადად სიახლე აღმოვაჩინო.

- I სეზონზე მაიასთან ერთად, გუნდში მუშაობდი. ახლა ორგანიზატორებმა თქვენი დაცილება გადაწყვიტეს. ამ შემთხვევაში მეტი დამოუკიდებლობა და სტიმული მოგეცა თუ პირიქით, ჯგუფში უკეთ მუშაობდი?

- გუნდურადაც კარგად ვმუშაობდით და ახლაც კარგად ვმუშაობთ. მაიასაც აქვს იმის ძალა და უნარი, რომ საქმეს მარტომ გაართვას თავი და მეც.

- რას ელი II სეზონზე "ახალი ხმისგან?"

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც ჩემი სტრატეგია მაქვს არჩეული. ვეცდები, ადამიანი, რომელიც ფინალში მოხვდება, სახალხო ტიპი იყოს. არ მინდა, რომ "ახალი ხმა" კონსერვატორიაში ჩასაბარებელ გამოცდებს დაემსგავსოს, - ვინ როგორ და რომელი ნოტი აიღო. ეს პროექტი ადამიანებისთვის სტიმულად უნდა იქცეს, რომლებიც ინდივიდუალურები და მართლა ახალი ხმები არიან.

- როგორც აღნიშნე, "ახალი ხმის" გამო შენი საკუთარი პროექტი, რომელზეც უნდა გემუშავა, გადადე. როდის მიუბრუნდები მას?

- კი, ჩემი საქმე გადავდე, მაგრამ გვპირდებით, რომ როგორც კი იანვარი დადგება, მას აუცილებლად განვახორციელებ, რადგანაც ისიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება