სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს

სკარლეტ იოჰანსონს რთული ხასიათის მამაკაცები იზიდავს

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა ჟურნალ 7 Дней-სთან საუბარში გაამხილა თუ როგორ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას.

რაიან რეინოლდსთან განქორწინების შემდეგ (ისინი 3 წელი ცხოვრობდნენ ერთად) მსახიობი შონს პენს ხვდებოდა, რის გამოც მას მკაცრად აკრიტიკებდნენ. თუმცა ისეთ საინტერესო პიროვნებასთან ურთიერთობა, როგორიც შონ პენია, იოჰანსონს ოჯახის დანგრევის გადატანაში ეხმარებოდა. მსახიობის თქმით, უპირატესობას სწორედ რთულ ურთიერთობებს ანიჭებს.

"რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივად იქნებოდა საქმე, ვინც გვიყვარდება ისე რომ იქცეოდეს, როგორც ჩვენ გვინდა. ეს ოცნებაა. მაგრამ ეს შეუძლებელია, არასწორია და არც ამართლებს. არასოდეს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორედ სირთულეები ხდის ურთიერთობას საინტერესოს და მის განვითარებას უწყობს ხელს. და ჩვენ მხოლოდ მოგებულნი ვრჩებით, თუ ვსწავლობთ, საკუთარ თავს კომპრომისზე წასვლას ვაიძულებთ და ვცდილობთ მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. ადრე გაგონებაც კი არ შემეძლო ამ სიტყვის - "კომპრომისი". კრიტიკა მიყვარდა. ჩემთვის ახლობელი ადამიანების გრძნობების მიმართ შეუწყნარებელი ვიყავი. თავსაც ვქანცავდი და სხვებდაც ტკივილს ვაყენებდი".

ახლა, მსახიობის თქმით, ბევრი რამ შეიცვალა. ის უფრო ბრძენი და მომთმენი გახდა:

"დიახ, დავჭკვიანდი. საკუთარ თავში უკეთ გავერკვიე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა, როდესაც ურთიერთობას იწყებ და გინდა, რომ აეწყოს. ამიტომაც ყოველთვის შემიძლია წინ წავიდე. სხვაგვარად აბა როგორ? ან მზად ხარ ამისთვის, ანა - არა. მეჩვენება, რომ მე მზად ვარ. ბევრი ქალი აშავებს იმით, რომ პარტნიორში წარმოსახვით, არარეალურ მამაკაცს ხედავს. საკუთარ სტანდარტებსა და წარმოდგენებს არგებს", - ამბობს მსახიობი.

მართალია, კინოვარსკვლავი ძალიან ბედნიერად გამოყურება, მაგრამ აღიარებს, რომ განქორწინებას ჯერ კიდევ განიცდის.

"ეს ადვილი არ იყო, მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები გაეყარნენ, განქორწინებას მძიმედ აღვიქვამ. ჩემთვის ეს დიდი დარტყმა იყო. შესაძლოა, ამას სხვა ბავშვებზე მეტად განვიცდიდი. ამის გამო დეპრესიისკენ მიდრეკილიც კი გავხდი. თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქორწინებაც ასე დასრულდებოდა. ამისთვის შეუძლებელია წინასწარ იყო მზად. ასეთ დროს ვერავინ მოგცემს ზუსტ პასუხს, როგორ დაძლიო ეს გამოცდა", - აღიარებს იოჰანსონი.

ამ დღეებში სკარლეტს ახალმა საყვარელმა - ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ დორიაკმა ხელი სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსახიობი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება