ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა

ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა

მომღერალი ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ, რომელიც 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, საცხოვრებლად უკრაინაში გადავა. უკრაინული გეგმებისა და პირველი სოლოკონცერის დეტალებზე მომღერალი ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ჩემს მწვრთნელთან, ცნობილ მომღერალ სლავა ვაკარჩუკთან კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც ექვსთვიანი გახლავთ. ასე სწრაფად მის საპროდიუსერო კომპანიასთან ხელშეკრულება იმიტომ გაფორმდა, რომ სხვასთან არ მომეწერა ხელი. ეს, უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან მასთან ძალიან ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. შემდეგ ეტაპზე გაფორმდება უფრო გრძელვადიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, სამ ან ხუთ წელზე. 18 ოქტომბრიდან საცხოვრებლად ლვოვში გადავდივარ. უკვე ჩავწერეთ შვიდი სიმღერის დემოვერსია. ჯერ არ ვიცით, აქედან რას დავტოვებთ და რას - არა, მაგრამ ლაპარაკი მიდის ალბომზე... თუკი უკრაინაში რაიმეს გავაკეთებ და მივაღწევ, იმ პროექტს აუცილებლად საქართველოშიც ჩამოვიტან", - აღნიშნა მომღერალმა.

ოთო ნემსაძის სოლოკონცერტი "ბრავო რეკორდსის" ორგანიზებით მეიდანზე გაიმართება. ოთოს ალბომი, დაახლოებით, სამწლიანი მზადების შემდეგ გამოვიდა. მასში ოთარ რამიშვილის ათი სიმღერა შევიდა, რომელსაც მომღერალი ახლებურად ასრულებს.

მომღერლის თქმით, კონცერტი ორნაწილიანი იქნება. პირველ განყოფილებაში სწორედ ეს ათი სიმღერა შესრულდება, რომელთა არანჟირებები ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის, მეორე ნაწილი კი ოთო ნემსაძისა და მისი რამდენიმე მეგობრის დუეტებს დაეთმობა "ბრავო ბენდის" აკომპანემენტით.

"ჩემი სოლოკონცერტი, რომელიც პირველია ჩემს შემოქმედებაში, ხუთ ოქტომბერს მეიდანზე გაიმართება, თბილისობის ერთ-ერთი ცენტრალური კონცერტი იქნება და ღია ცის ქვეშ ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ზვიად ბოლქვაძესა და "ნიუტონთან" ერთად წარმოვადგენ ახალი ალბომიდან ათივე კომპოზიციას, ოთარ რამიშვილის სიმღერებს. არანჟირებები ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა, რაც ჩემი სურვილით მოხდა და ასევე ჩემი სურვილი იყო, რომ ალბომი "ბრავო რეკორდსში" ჩაწერილიყო. ეს ალბომი პაუზების გამო სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მას შემდეგ, რაც "ჯეოსტარი" დასრულდა", - აღნიშნა მომღერალმა.

კონცერტის რეპეტიციები უკვე დაწყებულია. როგორც მომღერალი ამბობს, გამოსვლამდე გარკვეული დროა დარჩენილი და ჯერჯერობით არ ნერვიულობს, მაგრამ კონცერტის თარიღის მოახლოებასთან ერთად ღელვაც იმატებს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება