მერილ სტრიპი ჯულია რობერტსით უკმაყოფილოა

მერილ სტრიპი ჯულია რობერტსით უკმაყოფილოა

ჰოლივუდში მოღვაწე ნებისმიერი მსახიობისთვის მერილ სტრიპთან თანამშრომლობა დიდი პატივია, მაგრამ ჯულია რობერტსმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მერილი მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე აღარასდროს გამოჩნდეს.

ვარსკვლავები ახალ ფილმში "აგვისტო" მონაწილეობენ და დედა-შვილის როლს თამაშობენ. როგორც ამერიკული ჟურნალი National Enquirer წერს, მერილი ჯულიას გამოხტომებით შეურაცხყოფილია. როგორც ვარსკვლავებთან დაახლოებული პირი ამბობს, რობერტსი რეჟისორის გადაწყვეტილებებში უხეშად ერეოდა და სცენარსაც თვითნებურად ცვლიდა.

"ფაქტია, რომ ჯულია დიდ ეკრანზე საკუთარ შესაძლებლობებს ძველებურად ვეღარ ამჟღავნებს. როდესაც შანსი მიეცა, მერილი გვერდზე მოისროლა და ფილმის ფინალი რადიკალურად შეცვალა. ფილმის ორიგინალურ ვერსიაში ჯულია დედას ტოვებს და ეკრანზე მარტო დარჩენილი მერილის სახე ჩანს. რობერტსმა რეჟისორს უთხრა, რომ ფილმის ბოლო კადრში მხოლოდ მისი სახე გამოჩენილიყო, რადგანაც სტრიპი სევდიანად გამოიყურება და არ მოსწონს. საბოლოოდ, ჯულიამ გაიმარჯვა. ამის გაგონებაზე მერილი გაფითრდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ ჯულიასთან აღარასდროს ითანამშრომლებს", - წერს National Enquirer.

სტრიპი ძალიან შეურაცხყოფილია და პროტესტის ნიშნად ტორონტოს კინოფესტივალზე ფილმის პრემიერას არ დაესწრო. ფილმში მოთხრობილია ერთი ოჯახის ისტორია, რომლის წევრები აგვისტოში მშობლიურ ბუდეში ბრუნდებიან და ოჯახურ საიდუმლოებებს არკვევენ.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება