ნინა წკრიალაშვილი - სალომეს ახლანდელი მეუღლის ძალიან მიკვირს, დასცინის ერი

ნინა წკრიალაშვილი - სალომეს ახლანდელი მეუღლის ძალიან მიკვირს, დასცინის ერი

მომღერალ ნინა წკრიალაშვილისა და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. ამჯერად მომღერალმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ტელეწამყვანის ბრალდებას უპასუხა, რომელიც სალომეს ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, სალომე გოგიაშვილმა ნინას მის ყოფილ მეუღლესთან - ვასიკო თევდორაშვილთან რომანის გაბმა დააბრალა. სალომეს თქმით, მომღერალმა ვასიკო თევდორაშვილს იტალიაშიც ჩააკითხა.

"არა, რას მელაპარაკებით, რა მინდოდა მასთან იტალიაში. რა სისულელეა, გიჟივით მეცინება. მისი ყოფილი მეუღლე ერთხელ მყავს ნანახი, თიანეთში კონცერტზე, სალომე და ეგ ბიჭი იყო, ღამე ვნახე კარგად არც მახსოვს, რანაირია, მგონი პუტკუნა ბიჭი უნდა იყოს. არ ვიცი, რა უნდა ჩემგან, ისეთი გახარებული იყო, ის რომ წავიდა. გამოდიოდა, წყევლიდა, ტელევიზიით არხი არ დატოვა და გაზეთი, რომ არ მიეწყევლა და ვერ გავიგე, რა უნდა, მართლა ვერ ვიგებ. მე არ ვეჩხუბები სალომეს, პირიქით, ნერვების დამშვიდებას, თავის ოცნების ქმართან ერთად ტკბილ ცხოვრებას და მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებ.

რა მაინტერესებს, იცი, ქალი როცა არის ბედნიერი და ყავს სხვა ქმარი, წინა ქმარზე, ნორმალურია ასეთი რამეების წერა? ესე იგი, ნერვები არ აქვს კარგად. მისი ახლანდელი მეუღლის ძალიან მიკვირს, დასცინის ერი", - აცხადებს წკრიალაშვილი.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება