საერთაშორისო სასამართლო აშშ-ს სუდანის პრეზიდენტის დაპატიმრებას სთხოვს

საერთაშორისო სასამართლო აშშ-ს სუდანის პრეზიდენტის დაპატიმრებას სთხოვს

საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მთავრობას სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრებასა და მართმსაჯულებისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, სუდანის პრეზიდენტი, რომლის დაპატირმების პირველი ორდერი ჯერ კიდევ 2008 წლის 21 ივლისს გაიცა, ამ დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს მორიგ სესიაში მონაწილეობას აპირებს.

ალ-ბაშირს ბრალს 2003-2008 წლებში სუდანის ერთ-ერთ პროვინციაში ჩადენილ გენოციდში, სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში სდებენ.

ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს მორიგ ანსამბლეაში მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სუდანის პრეზიდენტმა თავადვე დაადასტურა. თუმცა თავის მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ ზედაპირული კომენტარით შემოიფარგლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სუდანის პროვინცია დარფურში ვითარება 2003 წელს დაიძაბა და მალე ეთნიკურ ნიადაგზე გამართული დაპირისპირება მსხვილ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. სამთავრობო ძალებს "სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა" და "ნაციონალური აღორძინების ფრონტი" დაუპირისპირდა. რამდენიმეწლიანმა გაუთავებელმა ბრძოლებმა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. წითელი ჯვრის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს 200-დან 400 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი  ლტოლვილად იქცა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა