ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა

ალპინისტმა მონბლანზე 246 ათასი ევროს ღირებულების განძი იპოვა

ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე განძს მიაგნო, რომელიც მყინვარზე დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. საგანძურის ღირებულება 246 000 ევროა. ყუთში, რომელიც ალპინისტმა იპოვნა, საფირონისა და ლალის თვლები აღმოჩნდა.  მამაკაცმა ნაპოვნი განძი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცავებს გადასცა.

"ეს ახალგაზრდა ძალიან პატიოსანი აღმოჩნდა. მიხვდა, რომ ნაპოვნი ძვირფასეულობა რომელიღაც დაღუპულ მთამსვლელს ეკუთვნოდა. ალპინისტს შეეძლო განძი თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ ამჯობინა ის პოლიციისთვის გადაეცა",- აღნიშნეს სამართალდამცავ უწყებაში.

ძვირფასი თვლები დაფასოებული იყო პაკეტებში, რომელთაც ჰქონდა შემდეგი წარწერა: "დამზადებულია ინდოეთში". სავარაუდოდ, მონბლანზე ძვირფასეულობა 1950 ან 1966 წელს აღმოჩნდა, როდესაც კატასტროფა განიცადა Air India-ს ლაინერებმა. ხელისუფლება ახლა ეძებს ძვირფასი ტვირთის პატრონს. თუკი მათი მიგნება ვერ მოხერხდება, მაშინ, შესაძლოა, ნაპოვნი ძვირფასეულობა მპოვნელს გადაეცეს.  

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა