ლინდსი ლოჰანის და - "ლინდსიზე უფრო ცეცხლოვანი და სექსუალური ვარ"

ლინდსი ლოჰანის და - "ლინდსიზე უფრო ცეცხლოვანი და სექსუალური ვარ"

ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობის, ლინდსი ლოჰანის ნახევარდა 18 წლის ეშლი ჰორნი ცდილობს, ცნობილ დედმამიშვილს გარეგნულად დაემსგავსოს და ამისთვის არც ფული ენანება და არც დრო.

მან პლასტიკურ ოპერაციებში 25 000 დოლარი გადაიხადა - გარდერობი იმავე სტილის სამოსით შეავსო, როგორსაც ლინდსი ირჩევს. ეშლი ფოტოებზეც იმავე კუთხით პოზირებს, როგორც ლინდსი.

"მინდოდა, ლინდსის გარეგნობისთვის მიმებაძა. ვფიქრობ, ის ყველაზე ლამაზი 18, 19 წლის ასაკში იყო, სწორედ ამ პერიოდის ფოტოებით იხელმძღვანელა პლასტიკურმა ქირურგმა. ვფიქრობ, რომ ჰოლივუდში კარიერის აწყობა არ გამიჭირდება, რადგან ლინდსიზე უფრო ცეცხლოვანი და სექსუალური ვარ. ამის საჯაროდ თქმის კომპლექსი არ მაქვს. მისგან განსხვავებით არ ვსვამ, არც ნარკოტიკებს ვეტანები და წვეულებებზეც არ დავდივარ", - განაცხადა ეშლიმ ჟურნალ In Touch-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ეშლისა და ლინდსის ნათესაობა დედის მხრიდან აკავშირებთ. ეშლისა და ლინდსის ურთიერთობა არ აქვთ.

მომზადებულია In Touch-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება