დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­ი - "ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე?"

ჩვე­ნი სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი­ა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ღა­მის შო­უს სტუ­დი­ამ" ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" ეთერ­ში ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, სა­დაც მთა­ვარ როლს დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ობს ახალ სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ჯა­რის­კა­ცის რო­ლი ხვდა წი­ლად.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ ახა­ლი სე­რი­ა­ლით "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი"?

- ეს სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლა­ქის­გან" რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ესეც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დი­ა­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა, ხში­რად გვხვდე­ბა წარ­სუ­ლის ჩარ­თვე­ბი, შე­და­რე­ბე­ბი და მთელ ის­ტო­რი­ას მთხრო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა. ამ­ბა­ვი მხი­ა­რუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი. წი­ნა სე­რი­ა­ლი­დან თით­ქმის ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გა­უშ­ვეს, მხო­ლოდ მე მხვდა წი­ლად აქ მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი (ი­ცი­ნის). და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვილს ად­რეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბებ­ზე უფ­რო და­ვახ­ლოვ­დით. ამ ხალ­ხმა იცის თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლა­ფერს სწო­რად აკე­თე­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა მომ­წონს და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც დავ­თან­ხმდი. სე­რი­ა­ლი ხალ­ხმა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

- ეთერ­ში სე­რი­ა­ლის გას­ვლი­სას "რუს­თა­ვი 2"-ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­ვა, რო­გორ ფიქ­რობთ, გა­უ­წევთ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ამის ში­ში უფ­რო სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ, მსა­ხი­ო­ბი ვარ და ვცდი­ლობ, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო ჩე­მი საქ­მე. თუ ჩემს მე­გობ­რებს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ექ­ნე­ბათ, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სა­ხით, კარ­გი იქ­ნე­ბა. არ ვთვლი უბე­დუ­რე­ბად კონ­კუ­რენ­ცი­ას, პი­რი­ქით შე­იძ­ლე­ბა გა­ვუ­წი­ოთ კონ­კუ­რენ­ცი­ა, ამის პი­რო­ბე­ბი არის. "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დემ­ნას ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, ვე­ღარ გა­ნა­ვი­თა­რა სცე­ნა­რის­ტმა ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟი და "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი­დან" წა­მო­ვე­დი. ნე­ბის­მი­ერ დროს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შემ­ქმნე­ლებ­თან. მე­რე და­თო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და დავ­თან­ხმდი. ძა­ლი­ან ცუ­დი სტრა­ტე­გია აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თი არ­ხის სე­რი­ალ­ში და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს მე­ო­რე არ­ხზე რომ არ ათა­მა­შე­ბენ. სა­დაც კარ­გი პი­რო­ბე­ბი და ანაზღ­ა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა, იქ წა­ვალ. ცოლ­ქმრო­ბა­ში არ მო­სუ­ლა ღა­ლა­ტი, ჩემს ცოლ­ზე ლა­მა­ზი ქა­ლი რომ ვნა­ხო, მასთან ხომ არ უნ­და წა­ვი­დე (ი­ცი­ნის)?

- არას­დროს გაგ­ქცე­ვი­ათ თვა­ლი სხვის­კენ?

- ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და, არ ვი­ცი, ოჯა­ხი რა­ტომ უნ­და და­მენ­გრეს.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ რო­ლებ­ზე ხში­რად გი­წევთ უა­რის თქმა?

- ჩემ­თვის მთა­ვა­რი­ა, თე­მა იყოს ნორ­მა­ლუ­რი და საქ­მეს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თებ­დნენ. ამას თუ და­ვი­ნა­ხავ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თა­ნაც სი­­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, მაგ­რამ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით საქ­მე კარ­გად. რო­ცა როლს მთა­ვა­ზო­ბენ, ჯერ ვცდი­ლობ, გა­ვი­გო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მთა­ვა­ზო­ბენ თუ არა ამას. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი არ არის რე­ჟი­სო­რი და ფილ­მი კარ­გი გა­მო­სდის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა სიტყ­ვა­ზე ვენ­დე ან სა­თა­ნა­დოდ არ და­ვინ­ტე­რეს­დი სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლით და მე­რე თავ­ბე­დი ვიწყ­ევ­ლე (ი­ცი­ნის). დი­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ მომ­სვლი­ა, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­აქვს ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბას. ხში­რად ყო­ფი­ლა ანაზღ­ა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ არის პრო­ექ­ტე­ბი, რო­ცა ანაზღ­ა­უ­რე­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. ხან­და­ხან თვე­ო­ბით არ მი­მი­ღია ჰო­ნო­რა­რი, გა­რან­ტი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად გვაქვს მსა­ხი­ო­ბებს, რომ დავ­დოთ კონ­ტრაქ­ტე­ბი და მე­რე ვი­ჩივ­ლოთ, ეს დიდ ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ დამ­კვე­თი სარ­გებ­ლობს ამით (ი­ცი­ნის).

- ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვავ­დე­ბით თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან?

- ბევრს ჰგო­ნი­ა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა იო­ლი­ა, ტაშ­-ფან­დუ­რა ცხოვ­რე­ბა გვაქვს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა.

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის იუ­მო­რი მოგ­წონთ?

- ხალხს რომ არ მოს­წონ­დეს, შო­უ­ე­ბი არ იარ­სე­ბებ­და. ვი­საც არ მოს­წონს, სხვა არ­ხზე გა­დარ­თოს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მუ­რა­ბა უყ­ვარს ძა­ლი­ან, მაგ­რამ დღე­და­ღა­მე მუ­რა­ბას ხომ არ შე­ჭამს? ასეა ეს სე­რი­ა­ლე­ბიც.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ეკა პა­პი­აშ­ვი­ლი იღებს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან მხატ­ვრულ ფილმს, კი­დევ და­მამ­ტკი­ცეს მე­ო­რე ფილ­მზე, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც ნო­ემ­ბერ­ში და­იწყ­ე­ბა. თე­ატ­რში იხ­სნე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი და ვნა­ხოთ, ახალ სპექ­ტაკ­ლზე თუ და­ვიწყ­ებთ მუ­შა­ო­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება