”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა

”მასტერმა” უკრაინელი პოპვარსკვლავი ქართულად აამღერა

ლილუ ვეგა უკრაინაში პოპულარული პოპმომღერალია, ამასთან, ტელე-რადიო წამყვანიც, თუმცა მას ქართველი მსმენელიც იცნობს - მისი სიმღერები კარგა ხანია, ქართულ რადიოებში ტრიალებს და ჰიტებად იქცა. გასულ გაზაფხულზე ლილუმ თბილისში უკრაინული მოდის კვირეულის დღეები გახსნა და თვითონვე მონაწილეობდა ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებაში, სამოსს წარადგენდა.

მას ქართველი პროდიუსერები ჰყავს, რომლებიც მის საქართველოსთან დაახლოებას ცდილობენ. უკრაინელმა მომღერალმა მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ თავისუფალ დროს საქართველოში ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რომ აქ ჩამოსული თბილისისა თუ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ყოველთვის დიდი გატაცებით ათვალიერებს, მოსწონს ქართულ სამზარეულო და აქ სახლისთვის ქართულ სანელებლებს ყიდულობს...

სწორედ იმ მოტივით, რომ ლილუს საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს, მისმა პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მან ქართველ შემსრულებლებთან ერთად, დუეტები ჩაწეროს. პირველი რეპერი "მასტერი" შეარჩიეს და დაუკავშიდნენ.

"მასტერი" (გიორგი პავლიაშვილი):

- ლილუ ვეგას პროდიუსერები დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, რომ მასთან დუეტი ჩამეწერა. რეპერი უნდოდათ და მე ამირჩიეს. მეც დავთანხმდი...  ტექსტისა და მუსიკის დაწერაც მომიხდა. მოკლედ, ყველაფერი მე გავაკეთე, - სიმღერას "თბილისი-კიევი" დავარქვით. შემდეგ აქ ლილუც ჩამოვიდა და ნამუშევარი სტუდიაში ჩავწერეთ. რაც ყველაზე მთავარია, ტექსტი ქართულია და ლილუც საყვარლად, უკრინული აქცენტით, ქართულად მღერის. ეს მისგან გაბედული ნაბიჯია. სავარაუდოდ, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც უნდათ და ალბათ, ამის გამო უკრაინაში მომიწევს წასვლა. თუმცა მანამდე სიმღერის პრემიერა ორ დღეში, "იმედის" დილის ეთერში შედგება.

- მოგეწონა ლილუსთან თანამშრომლობა?

- კი, მშვენივრად გამოიყურება, კარგი და მეგობრული ადამიანია. თავის ქვეყანაში ცნობილი პოპმომღერალია, თან, გადაცემაც მიჰყავს. მოკლედ, კიევში მოდაშია. ისე, უკრაინელი გოგოები აქაც მოდაში არიან და კარგია. აბა, ქართველები ჩინეთში წავიდნენ და შევსება ხომ უნდა მოხდეს? ამ მტკივნეულ თემაზე გარეპვას ვაპირებ... მაგრად მაწუხებს ეს საკითხი.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება