ქარ­თუ­ლი ია­რა­ღი - "გორ­და­დან" "ლა­ზი­კამ­დე"

ქარ­თუ­ლი ია­რა­ღი - "გორ­და­დან" "ლა­ზი­კამ­დე"

ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე მძი­მე ომი გა­და­ი­ტა­ნა, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია და ამ ვი­თა­რე­ბა­ში სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ყო­ფი­ლი სარ­და­ლი კო­ბა კო­ბა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 1990-ი­ა­ნი წლე­ბი­დან, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხ­ა­დე­ბის დღი­დან, სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ად­გი­ლობ­რივ ია­რაღ­წარ­მო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ო­და. ამ დროს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არა­ერ­თი ცხე­ლი წერ­ტი­ლი გაჩ­ნდა. ყა­რა­ბაღ­ში სომ­ხურ­მა მხა­რემ ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღი შექ­მნა, მა­კა­რო­ვის ტყვი­ებ­ზე, რო­მელ­მაც შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო ვერ გა­ა­მარ­თლა, არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო-­სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ჩვენ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით - ვამ­ზა­დებ­დით ხე­ლის ყუმ­ბარ­მტყორ­ცნებს, ნაღ­მმტყორ­ცნებს, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს, რო­გორც ცა და მი­წა, ისე გან­ვსხვავ­დე­ბო­დით სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ შემ­დეგ უკუს­ვლა და­იწყო და კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პა­სუხ­ზე, ურა-­გა­მო­ძა­ხილ­ზე გა­და­ვე­დით, ამა­სო­ბა­ში კი ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა ეფექ­ტი­ა­ნად და­იწყ­ეს სამ­ხედ­რო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სამ­ხედ­რო-­სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი ცალ­კე სა­მი­ნის­ტროდ არის გა­მო­ყო­ფი­ლი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­სა და რუ­სეთ­ზე,­ ჩვენ კი ვერ ვი­ყე­ნებთ იმ ინ­ტე­ლექტს, საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც გვაქვს. კარ­გი­ა, რო­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს - შე­იქ­მნა ჯავ­შან­მან­ქა­ნა "დიდ­გო­რი", რე­აქ­ტი­უ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა "ლა­ზი­კა", მაგ­რამ თუ მათ ტაქ­ტი­კურ­-ტექ­ნი­კუ­რ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი გვიჯ­დე­ბა სხვა­დას­ხვა უცხ­ო­უ­რი ტექ­ნი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან ჩვე­ნი ია­რა­ღის აწყ­ო­ბა და რაც მთა­ვა­რი­ა, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა უცხ­ო­ურ ანა­ლო­გებს, არა­და, სა­მა­მუ­ლო წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი სი­ი­ა­ფე უნ­და იყოს. ჩვე­ნი სამ­ხედ­რო-­სამ­რეწ­ვე­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბას, ინ­ტე­ლექტს არ ვაკ­ნი­ნებ, მაგ­რამ ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. გა­მოც­დილ კად­რებს მე­ტად უნ­და ვენ­დოთ, დღეს კი მო­და­ში უფ­რო პო­ზი­ო­რო­ბა­ა, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რა...

- აფ­ხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომე­ბის მო­ნა­წი­ლე ხართ. კონ­კრე­ტუ­ლად, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის რო­მელ ია­რაღს იყე­ნებ­დით ბრძო­ლა­ში?

- ხე­ლის ყუმ­ბარ­მტყორ­ცნებს, ხელ­ყუმ­ბა­რებს, ეფექ­ტი­ან ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს, შე­იქ­მნა პის­ტო­ლეტ­-ტყვი­ამ­ფრქვე­ვი "გორ­და", რომ­ლის სა­მიზ­ნე მან­ძი­ლი 150 მეტ­რი­ა, ეს საწყ­ი­სი ეტა­პი იყო. "ნურ­სის" ტი­პის რა­კე­ტის ხე­ლით გა­დამ­ტა­ნი მოწყ­ო­ბი­ლო­ბის დამ­ზა­დე­ბა პირ­ვე­ლად ჩვენ­თან და­იწყ­ო, ჩეჩ­ნე­თის ომ­ში მი­სი ანა­ლო­გი გა­მო­ი­ყე­ნეს ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა. შემ­დეგ, თევ­ზა­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას, ტყვი­ა-­წამ­ლის წარ­მო­ე­ბის კონ­ვე­იე­რე­ბის აწყ­ო­ბის სა­კითხ­იც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს ვი­ღა­ცე­ბის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დი­ო­და. სა­და­ვო არა­ა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში, უპირ­ვე­ლე­სად, პირ­ვე­ლა­დი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი უნ­და იქ­მნე­ბო­დეს, ჩვენს ქვე­ყა­ნას ამის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ვი­ღა­ცე­ბის კაპ­რი­ზით და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი არა­ერ­თხელ შეგ­ვეკ­ვე­ცა და ბლო­კა­და­ში აღ­მოვ­ჩნდით. ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა იმის მი­ხედ­ვით უნ­და გან­ვი­თარ­დეს, თუ რა არის მთა­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო­სთ­ვის და რა­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა, მაგ­რამ ამ­ბი­ცი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე