ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება

ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება

რამდენიმე თვის წინ მათ არავინ იცნობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალბატონები მოხიბლეს, დღეს ყველა მათზე ლაპარაკობს. ტარიელ სუარი გერმანიაში ცხოვრობდა და აღიარებული გიტარისტი გახლდათ. ირაკლი კუტალაძე - მოსკოვში და ყოფილი წყალბურთელი საკუთარ ბარს წარმატებით ამუშავებდა.

ორივეს დაოჯახება სკანდალური აღმოჩნდა. კუტალაძის შემთხვევაში ყველას გაუკვირდა, როგორ მოხიბლა საქართველოში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლო ნინი ბადურაშვილი. უცებ დაქორწინდნენ და მალევე დაშორდნენ.

მართალია, ია ფარულავა რამდენჯერმე უკვე გახლდათ დაოჯახებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საქართველოში უცნობი ტარიელ სუარის გამოჩენა ყველას გაუკვირდა. მათ რომანს თავიდან არასერიოზულად აღიქვამდნენ. ფიქრობდნენ, რომ ესეც ეპატაჟური იას მორიგი პიარსვლის ნაწილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტარიელმა იას ფილარმონიის სცენაზე რამდენიმე ათასი ადამიანის თვალწინ სთხოვა ხელი და იაც დათანხმდა. იმ ღამეს წყვილის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. ტარიელს კონცერტები აქვს, ამიტომ პატარძალი დროებით მარტო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვირთ საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება