ქადაგების დროს მღვდელი მოკლეს

 ქადაგების დროს მღვდელი მოკლეს

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში საღამოს ღვთისმსახურების დროს მოძღვარი მოკლეს.

მკვლელობა ქალაქ ლეიკ-ჩარლზში მოხდა. მოწმეთა თქმით, ქადაგებისას ეკლესიაში მამაკაცი შევიდა, პასტორ რონალდ ჯ. ჰარისს მიუახლოვდა და საფანტი თოფი ორჯერ ესროლა. როდესაც მღვდელი დავარდა, მამაკაცმა საკონტროლო გასროლა გააკეთა და გაიქცა.

მკვლელობის დროს ეკლესიაში დაახლოებით, 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პასტორის მეუღლე.

თავდასხმიდან მალევე, მამაკაცი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ მღვდელი მან მოკლა. მამაკაცი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, ის 53 წლის ვუდრო კერი აღმოჩნდა. მან პოლიციელებს აჩვენა ადგილი, სადაც მკვლელობის შემდეგ იარაღი გადააგდო. მამაკაცს ბრალი განზრახ მკვლელობაში წაუყენეს.

დანაშაულის მოტივები, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე უცნობია, იცნობდა თუ არა პასტორი ჰარისი დაკავებულს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა