ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო

ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო

ყაზახეთს საბაჟო კავშირის არსზე თვალები აეხილა და კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო. ყახაზეთში ერთიანი ეკონომიკური სივრციდან ქვეყნის გამოსვლის კამპანია დაიწყო. კამპანიის ძირითად მიზეზად "კრემლის იმპერიული მიზნები" სახელდება.

"როსბალტის" ინფორმაციით, ალმა-ატაში ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან გამოსვლისა და ევრაზიულ კავშირში არშესვლის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 500 დელეგატმა მიიღო. აქციის ორგანიზატორების საინიციატივო ჯგუფს, ახლა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოუწევს იმისათვის, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა მათი მოთხოვნა - რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, განიხილოს.

გარდა ამისა, რესპუბლიკის საზოგადო მოღვაწეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც მოუწოდებენ უარი თქვან ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდები, კერძოდ, მოძრაობა "რუხ პენ ტილ" ( სულიერება და ენა ), რომელსაც ჟანბოლატ მამაევი ხელმძღვანელობს. როგორც მან გამოცემა "მატრიცა კზ"-ს განუცხადა, ყაზახეთში უკვე სახელისუფლებო ექსპერტებსაც "აეხილათ თვალები" საბაჟო კავშრის არსზე და იმაზე, თუ როგორ იქცევა "კორუმპირებული რუსეთი უკრაინის საბჟო კავშირში შესაყვანად".

მამაევის აზრით, ევრაზიულ კავშირში ყაზახეთის შესვლა "საფრთხეს უქმნის ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას" და რესპუბლიკას არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ სარგებელს არ მისცემს.

"ჩვენ ყოველთვის ღიად და გაბედულად გამოვალთ ამგვარი კავშირების წინააღმდეგ, რადგანაც ეკონომიკური ინტეგრაციის ნიღბის უკან კრემლის იმპერიული ამბიციები იმალება", - აცხადებს მოძრაობა "რუხ პენ ტილის" ლიდერი ჟანბოლატ მამაევი.

როგორც გერმანულ გამოცემა "დოიჩე ველეს" ყაზახმა პოლიტოლოგმა, რისკების შეფასების ჯგუფის დირექტორმა, დოსიმ სატპაევმა განუცხადა, ინტეგრაციულ პროცესებს თავისი პლუსები აქვს, მაგრამ საბაჟო კავშირის შემთხვევაში, რეალობა ისეთია, რომ ყველა ეს პლუსები მინუსებად იქცევა. კერძოდ, არ გამართლდა ასტანის იმედები იმასთან დაკავშირებით, საბაჟო კავშირი ყაზახურ საწარმოებს 153 მილიონიან ბაზარს გაუხსნიდა.

ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრის მოადგილის თემურ ჟაკსილიკოვის განმარტებით, ინტეგრაციული პროცესებისაგან ყაზახეთი თავის ნაწარმის გაყიდვის ზრდას ელოდებოდა, მაგრამ "სასწაულ" ზრდასა და წარმოებების დატვირთვას ადგილი არ აქონია. ფინანსთა მინისტრმა ბოლატ ჟამიშევმა კი განაცხადა, რომ რესპუბლიკის საბაჟო კავშირში შესვლის შემდეგ რუსეთსა და ბელორუსში ყაზახური ექსპორტი მნიშვნელოვნად და შესაბამისად სავაჭრო სალდო შემცირდა.

ის, რომ საბაჟო კავშირისა და ევრაზიული კავშირის იდეის ავტორის- ნურსულთან ნაზარბაევის ქვეყანაში, ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან გამოსვლისა და ევრაზიულ კავშირში რესპუბლიკის შესვლის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენაა.

მომზადებულია Ростбалт-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა