მოდის ჟურნალების გარეკანზე მხოლოდ გამხდარი გოგონები აღარ ჩანან, რედაქტორები და ფოტოგრაფები გზას ჭარბწონიან ქალებს უთმობენ.
ავსტრალიელი რობინ ლავლის შემდეგ ასპარეზზე 26 წლის უიტნი ტომპსონი გამოჩნდა. ის ე.წ. Plus-size მოდელია. მოდელებს, რომლებიც ამ პროექტებში მონაწილეობენ, მოდელის სტანდარტული პარამეტრები არ აქვთ.
უიტნი ტომპსონის სექსუალურმა, ცეცხლოვანმა ფორმებმა მამაკაცების გული მოინადირა. ის უკვე ერთ-ერთი საიტის სახე გახდა, სადაც მარტოხელა ქალები პარტნიორებს ეძებენ და ამასთან, არასწორი კვების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაშიც არის ჩართული. მისი პერსონით ამჯერად ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანია Panache დაინტერესდა და ახალი კოლექციის რეკლამა მიანდო.
"როგორც ჭარბწონიან გოგონას, ყოველთვის მიჭირდა ჩემი ზომის საცვლებისა და ბუსტჰალტერის მოძებნა, რადგანაც ჭარბწონიანისთვის განსაზღვრული თეთრეული არც სტილით ვარგოდა და არც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ კოლექციის რეკლამა მომანდეს, ის ძალიან კომფორტული და დახვეწილია", - განაცხადა ტომპსონმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.