დენიელ დეი ლუისი - ახალი პრეტენდენტი ჯეიმს ბონდის როლზე

დენიელ დეი ლუისი - ახალი პრეტენდენტი ჯეიმს ბონდის როლზე

ჯეიმს ბონდის როლზე პრეტენდენტების დასახელება გრძელდება. ტომ ჰარდლის კვალდაკვალ აგენტ 007-ის როლზე ფავორიტების სიაში  დენიელ დეი ლუისიც მოხვდა. სწორედ მის ნახვას ისურვებდა უილიამ ბოიდი თავის ახალი რომანის - "სოლოს" ეკრანიზაციაში.

"ვფიქრობ, რომ დენიელ დეი ლუისი ნამდვილად ჰგავს ჯეიმს ბონდს, რომელიც იან ფლემინგმა აღწერა", - განაცხადა ბოიდმა.

ორიგინალური ნაწარმოების ავტორი, იან ფლემინგი თავის გმირს, როგორც მაღალს და გამხდარს ახასიათებდა. ბოიდის აზრით, სწორედ დეი-ლუისი განასახიერებს ბონდის თანამედროვე ვერსიას.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ დენიელ დეი-ლუისის პროფესიონალიზმიც. ის ამჟამად ერთადერთი მსახიობია, რომელსაც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 3 "ოსკარი" აქვს მიღებული, რომ არაფერი ვთქვათ, ათეულობით სხვა პრესტიჟულ კინოჯილდოზე.

გაითვალისწინებენ თუ არა კინოპოროდუსერები "ბონდიანას" ახალი ავტორის შეხედულებას, უცნობია.  

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება