ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე - ახალი ვარსკვლავური წყვილი

ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე - ახალი ვარსკვლავური წყვილი

უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის, რომ იტყვიან, ბედმა ძალიან გაუღიმა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მან ერთანაირად მიიქცია როგორც ქართული მედიის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის კეთილგანწყობაც. მის ირგვლივ ბევრი ხმაური გვახსოვს.

ივანა ერთი პერიოდი ტელეკომპანია "პიკის" ჟურნალისტი იყო. მისი სახელი სკანდალში კიდევ ერთხელ მაშინ გაეხვია, როცა ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 982 ლარად ღირებული სამკაული აჩუქა.

გასულ კვირას "პროფილში" ივანამ ისაუბრა, რომ ქართველ ხელოვანზეა შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. მართალია, შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის დიდხანს საიდუმლოდ არ დარჩენილა მისი ვინაობა.

მომღერლის რჩეული "ქუჩის ბიჭების" წევრი გურამიკო ლომიძეა, რომელმაც საკუთარ "ფეისბუქზე" მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

იხილეთ სრულად

ასევე იხილეთ: ივანა მელაის თამამი ფოტოები (+ 12 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება