აშშ-ში ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუწყდა

აშშ-ში ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუწყდა

აშშ-ში ფედერალური მთავრობის დათხოვნის პროცესი იწყება. BBC-ის ინფორმაციით, 17 წლის განმავლობაში პირველად, ფედერალურ სახელმწიფო დაწესებულებებს დაფინანსება შეუწყდათ.

დაფინანსების შეწყვეტა კონგრესის ორ პალატას შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" შორის უთანხმოებას უკავშირდება.

წარმომადგენლობით პალატაში "რესპუბლიკელების" უმრავლესობამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ერთი წლით გადადება მოითხოვა. სენატმა კი, სადაც უმრავლესობაში "დემოკრატები" არიან, აღნიშნული ქმედების საპასუხოდ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო.

მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ვადა უკვე ამოიწურა და ფედერალურმა ორგანოებმაც საქმიანობის ეტაპობრივად შეჩერება დაიწყეს. კომპრომისის მიღწევამდე ფედერალური მთავრობის 700 ათასი თანამშრომელი აუნაზღაურებელ შვებულებაში იქნება, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. ეს პასპორტების და ვიზების გაცემასაც ეხება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის ავიადისპეტჩერთა და ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურის დაფინანსება გაგრძელდება. აშშ-ში უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ეს ფედერალური მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა