ბრაზილიაში ორი გოგონა საჯარო კოცნის გამო ციხეში აღმოჩნდა

ბრაზილიაში ორი გოგონა საჯარო კოცნის გამო ციხეში აღმოჩნდა

ბრაზილიაში ორი გოგონა ევანგელისტების კრებაზე საჯარო კოცნის შემდეგ დააკავეს. კონგრესმენმა და პასტორმა მარკო ფელისიანომ სიტყვით გამოსვლა შეაჩერა, როცა დაინახა, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს ჯოანა პალარესი და იუნკა მიჰურა.

პასტორმა დაცვასა და პოლიციელებს სთხოვა, წყვილი დაეკავებინათ. "ისინი აქედან ხელბორკილებით უნდა გავიდნენ",- განაცხადა ფელისიანომ. კრებას დაახლოებით 70 000 ადამიანი ესწრებოდა.

გოგონები ირწმუნებიან, რომ ღონისძიებაზე მათ გარშემო ბევრი ჰეტეროსექსუალი წყვილი ასევე ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა. 

ქსელში გაჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც საბედისწერო კოცნაა აღბეჭდილი: საცვლებამდე გაშიშვლებული გოგონები მგზნებარედ კოცნიან ერთმანეთს.

მომზადებულია The Huffington Post-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა