დევიდ ბოუვის საყვარელი წიგნები

დევიდ ბოუვის საყვარელი წიგნები

"ონტარიოს სამხატვრო გალერეის" კურატორებმა - ჯეფრი მარშმა და ვიქტორია ბრუკსმა დევიდ ბოუვის საყვარელი წიგნების ნუსხა გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Open Book Toronto წერს. მუსიკოსმა წიგნების სია გამოფენა David Bowie is-ის ორგანიზატორებს გაუმხილა.

მუსიკოსის საყვარელი წიგნების სიაში მოხვდა: ჯორჯ ორუელის "1984",  ჯეკ კერუაკის "გზაზე", ტრუმენ კეპოტის "ცივსისხლიანი მკვლელობა",  ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი",  ჯულიან ბარნსის "ფლობერის თუთიყუში", ტომ სტოპარდის "უტოპიის ნაპირი", მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" , ვლადიმერ ნაბოკოვის "ლოლიტა"  და სხვა.

მუსიკოსის საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის მოხვდა რამდენიმე პერიოდული გამოცემაც, მათ შორის ბრიტანული კომიქსების ჟურნალი Viz  და ჟურნალი Raw.

დევიდ ბოუვის საყვარელი 100 წიგნის ნახვა Open Book Toronto-ს საიტზე შეგიძლიათ.

გამოფენა David Bowie is  მუსიკოსის შემოქმედებასა და ცხოვრებას ასახავს. გამოფენას უკვე უმასპინძლა ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმმა. ამჟამად გამოფენა ტორონტოში იმართება და მოგვიანებით ჩიკაგოს, პარიზს და გრონინგენსაც (ჰოლანდია)  მოივლის.

გთავაზობთ მომღერლის საინტერესო ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია openbooktoronto.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება