ნიკოლოზ ცისკარიძემ ალიონა ვოდონაევა აატირა

ნიკოლოზ ცისკარიძემ ალიონა ვოდონაევა აატირა

რუსული შოუს - "ეცეკვე ვარსკვლავს" შაბათის პროგრამა სკანდალით დასრულდა. ყურადღების ცენტრში ჟიურის წევრი ნიკოლოზ ცისკარიძე და პროექტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წყვილი - ალიონა ვოდონაევა და ევგენი პაპუნაიშვილი მოექცნენ.

ცისკარიძემ შეფასების დროს პაპუნაიშვილი პროფესიონალიზმისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მან მოახერხა და "ალიონასაც კი ასწავლა ცეკვა". ჟიურის წევრის სიტყვებმა იმდენად ააღელვა ალიონა, რომ მან ტირილი დაიწყო. ვოდონაევა განაწყენდა, რომ ჟიურის წევრები მხოლოდ პაპუნაიშვილს აქებდნენ.

"უბრალოდ, არ მსიამოვნებს ამის მოსმენა, სულ ჩუმად ვარ და თუ შეიძლება ვიტყვი, თქვენ გამუდმებით მხოლოდ მას (იგულისხმება პაპუნაიშვილი) აქებთ, ამბობთ როგორი ყოჩაღია, მაგრამ მეც ბევრ რამეს ვაკეთებ, ბევრს ვმუშაობ", - აღნიშნა მტირალმა ალიონამ.

ახალი ნომრის მოსამზადებლად განკუთვნილი ერთი კვირის ნაცვლად, წყვილმა ცეკვა 2 დღეში მოამზადა. როგორც რუსული გამოცემები წერენ, ამ ფაქტმა გავლენა ალიონას ემოციურ მდგომარეობაზეც იქონია.

მოგვიანებით პროექტის მონაწილე დამშვიდდა და თავის მიკრობლოგზე დაწერა - "ისინი, ვინც ცისკარიძეზე საზიზღრობებს მომწერენ, მომენტალურად დაიბლოკებიან. იფიქრეთ, რას და ვისზე წერთ",- დაწერა ალიონამ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება