პოპ-მომღერალმა ანასტეიშამ სიმსივნის რისკის გამო ორივე მკერდის მოკვეთის ოპერაცია გაიკეთა.
მომღერალმა ორმაგი მასტექტომიის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მკერდის კიბოს დიაგნოზი მეორედ დაუსვეს.
"ამჟამად, გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე ვარ",- განუცხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს.
45 წლის მომღერლის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. "ადრეულმა დიაგნოსტიკამ მეორედ მიხსნა. ბრძოლას ვაგრძელებ",- დასძინა ანასტეიშამ.
მომღერალს პირველად დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. 2013 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ ავადმყოფობა დაბრუნდა და ევროპული ტური გადადო.
ანასტეიშას ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდია და კრონის დაავადება აწუხებს. მომღერალი აცხადებს, რომ სწორედ ჯანმრთელობის პრობლემებმა გახადეს ისეთი, როგორიც დღესაა. "ის, რაც ვიღაცისთვის წყევლაა, ჩემთვის საჩუქარია, რადგან ეს დამეხმარა აღმომეჩინა, თუ ვინ ვარ სინამდვილეში",- განაცხადა ანასტეიშამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.