რიანას სტილის ხატი პრინცესა დიანაა

რიანას სტილის ხატი პრინცესა დიანაა

ბარბადოსელმა მომღერალმა, რომელიც ეპატაჟური სამოსის სიყვარულით არის ცნობილი, აღიარა, რომ მისთვის სტილის საკითხში მისაბაძი მაგალითი პრინცესა დიანაა.

"იცით, ვინ შეძლო განუმეორებელი სტილის შექმნა? - პრინცესა დიანამ. მისი იმიჯი ყოველთვის სწორად იყო შერჩეული. ის "განგსტერს" ჰგავდა ტანისამოსის არჩევის საკითხში. მას ჰქონდა საოცარი ქუდები და oversize-პიჯაკები. ყველაფერი მიყვარს, რასაც ის იცვამდა", - აღნიშნა რიანამ.

მომღერალს, როგორც თავად აღიარებს, დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ჩაეცვა მოდურად.

"არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა, იმიტომ რომ ქალაბიჭა ვიყავი. ყველაფერი ასაკთან ერთად მოდის", - აღიარა რიანამ.   

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება