ლონდონში ქეთი მელუა და "შვიდკაცა" კონცერტს გამართავენ

ლონდონში ქეთი მელუა და "შვიდკაცა" კონცერტს გამართავენ

დღეს, საღამოს ლონდონის ისტორიულ დარბაზ Roundhouse-ში ქეთი მელუა და "შვიდკაცა" საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

როგორც "ამბები.გე"-ს ლონდონიდან ანსამბლ "შვიდკაცას" წევრებმა აცნობეს, კონცერტზე ასევე გაიმართება ქეთის ახალი ალბომის პრეზენტაცია.

"შვიდკაცა" და ქეთი მელუა ერთად შეასრულებენ ორ ინგლისურენოვან სიმღერას the flood და I cryed for you.

კონცერტზე მისულ მაყურებელს ქართველი მომღერლები სვანურ ფერხულსაც და სულიკოსაც გააცნობენ.

როგორც ქეთი ამბობს, ქართული მრავალხმიანობის აჟღერება მის კონცერტში ოცნებად ჰქონდა ქცეული.

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, გუშინდელ რეპეტიციას ქეთის პროდუსერი ესწრებოდა და "შვიდკაცას" ვოკალური შესაძლებლობებით მოხიბლული დარჩა.

დღევანდელ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ წუთებში კი გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება