ყვე­ლა­ზე მსმე­ლი ქართველი ვარ­სკვლა­ვე­ბი

ყვე­ლა­ზე მსმე­ლი ქართველი ვარ­სკვლა­ვე­ბი

და­ლე­ვა და დროს­ტა­რე­ბა ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. სიმ­თვრა­ლე­ში ადა­მი­ა­ნი ხში­რად აკე­თებს იმას, რა­საც მე­რე ნა­ნობს ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ხა­ლი­სოდ ახ­სენ­დე­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეკ­რი­ბა.

პა­ტა­რა გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, რომ ძა­ლი­ან ბევრს სვამს დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი, მი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ბევრ ისეთ სუ­რათს წა­აწყ­დე­ბით, რო­მელ­ზეც ბერ­გე­რი ღვი­ნოს ყან­წით სვამს. რო­გორც თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, ხში­რად არის თა­მა­და და სადღ­ეგ­რძე­ლო­ებ­საც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად წარ­მოთ­ქვამს. ყვე­ლა­ზე მე­ტი რამ­დე­ნი და­უ­ლე­ვია - არ ით­ვლის, მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს შემ­თხვე­ვა, რო­ცა ნას­ვა­მი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი ერ­თ-ერ­თი ქორ­წი­ლი­დან პირ­და­პირ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა: ნას­ვამ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ხელ­ში აეყ­ვა­ნა ცნო­ბი­ლი ივენ­თ-მე­ნე­ჯე­რი თა­კო დო­ლა­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ საკ­მა­ოდ ბევრს იწო­ნი­და, ბერ­გერს დო­ლა­ბე­რი­ძე ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და, თვი­თო­ნაც თან გა­დაჰ­ყვა და ასე მო­ი­ტე­ხა ფე­ხი სიმ­თვრა­ლე­ში.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რის მოყ­ვა­რუ­ლია მსა­ხი­ო­ბი კო­ტე თო­ლორ­და­ვა. მას სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­უ­ლის მი­ზე­ზით ხში­რად უწევს და­ლე­ვა. შარ­შან ზაფ­ხულ­ში მის მე­გო­ბარს ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა, ეს ამ­ბა­ვი ძმა­კა­ცებ­მა წავ­კის­ში, ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნეს, სა­დაც კო­ტემ ყვე­ლა სადღ­ეგ­რძე­ლო ბო­ლომ­დე შეს­ვა, სახ­ლთან მი­სულ­მა კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ტაქ­სის მძღოლ­მა სხვა­გან გა­უ­ჩე­რა და უფ­რო მე­ტიც - ტე­ლე­ფო­ნიც და­კარ­გა. რომ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­საც მსა­ხი­ო­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ითხ­ო­ვდა.

ჯან­მრთე­ლო­ბის გა­მო ბო­­ლო დროს და­ლე­ვა­ზე ხში­რად ამ­ბობს უარს მომ­ღე­რა­ლი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე. "მო­ქე­ი­ფეც ვარ და თან კარ­გი. ისე­თი კი არა, რომ და­ლე­ვენ და ჩუ­მად არი­ან, ვერ გა­ი­გებ, რას ფიქ­რო­ბენ და მე­რე ერ­თმა­ნეთს და­ე­რე­ვი­ან. ჩე­მი და ჩე­მი მე­გობ­რე­ბის ქე­ი­ფი იუ­მორ­ში, სიმ­ღე­რებ­ში მი­დის. თა­მა­და ხში­რად არ ვარ. ჩე­მი მოთხ­ოვ­ნა არ არის, რომ სულ სუფ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყო. პი­რი­ქით - მოს­მე­ნა მიყ­ვარს. ღვი­ნოს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ვსვამ­დი. ახ­ლა ისეთ ასაკ­ში ვარ, ბევ­რი ღვი­ნო ჩემ­თვის მავ­ნე­ა", - გა­ნაცხ­ა­და ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძემ.

რაც შე­ხე­ბა ან­რი ჯო­ხა­ძეს, მას მხო­ლოდ კარ­გი ღვი­ნის და­ლე­ვა უყ­ვარს. ნა­ბა­ხუ­სევ­ზე კი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ხინ­კლი­თა და 100 გრა­მით გა­მო­დის. არა­სო­დეს და­უ­ლე­ვია იმ­დე­ნი, რომ მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი ახ­სოვ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­რაბ სე­ფაშ­ვილს, მა­საც უყ­ვარს და­ლე­ვა და მე­გობ­რებ­თან მოლ­ხე­ნა. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, სიმ­ღე­რის გა­მო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ა­მოვ­ნე­ბებ­ზე და მათ შო­რის და­ლე­ვა­ზე უა­რი არა­სო­დეს უთ­ქვამს. ხმა­საც არას­დროს უფ­რთხილ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­ლე­ვა­სა და მო­წე­ვა­ზე უა­რი რომ ეთ­ქვა, მი­სი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­ვი­დო­და.

დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია რამ­დე­ნი­მე თვის წინ ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ორ­გოლ­მა, სა­დაც მთვრა­ლი ნი­ნო ჩხე­ი­ძე და ხა­ტია შა­მუ­გია ერ­თ-ერთ რუ­სულ სიმ­ღე­რას მღე­რი­ან. ნი­ნო ჩხე­ი­ძე სას­მელ­ზე უარს არ ამ­ბობს. ნას­ვა­მი სულ ღი­ღი­ნებს და კარგ ხა­ს­იათ­ზე­ა. რო­გორც ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა გა­ნაცხ­ა­და, ის ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით გა­მო­დის. ნა­ბა­ხუ­სე­ვის "წა­მა­ლი" ნი­ნო ჩხე­ი­ძის­გან ასე­თი­ა: თუ მსუ­ბუ­ქად ნა­ბა­ხუ­სე­ვი ხართ, ლი­მო­ნის "ფრე­ში" და "ბორ­ჯო­მი" უნ­და სვათ, ხო­ლო თუ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხართ, რომ "კვდე­ბით", მა­შინ უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა "კო­კა-­კო­ლა ლა­ით­ში" და­მა­ტე­ბუ­ლი ცო­ტა­ო­დე­ნი ვის­კი, რო­მე­ლიც ნელ­-ნე­ლა უნ­და წრუ­პოთ.

მხო­ლოდ ახ­ლო მე­გობ­რე­ბის წრე­ში სვამს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იუ­ნა შა­ფა­თა­ვა. ის მხო­ლოდ კოქ­ტე­ილ­სა და შამ­პა­ნურს ეტა­ნე­ბა. "ფილ­მი "მსმე­ლი" კიმ ბე­სინ­ჯე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სწო­რედ ჩემ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ნას­ვამს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ისე მე­მარ­თე­ბა, რო­გორც ფილ­მის მთა­ვარ გმირს. ერთხელ, დე­კემ­ბერ­ში, მთვრალ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წმინ­და გი­ორ­გის მო­ნუ­მენ­ტის ქვეშ ტან­გო ვი­ცეკ­ვე", - გა­ნაცხ­ა­და იუ­ნა შა­ფა­თა­ვამ. მე­გობ­რე­ბის წრე­ში უყ­ვარს და­ლე­ვა მომ­ღე­რალ ნი­ნა წკრი­ა­ლაშ­ვილს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­ნას გარ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ბევ­რი ფო­ტო უდევს, ვცა­დეთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, რომ გაგ­ვე­გო, რამ­დე­ნის და­ლე­ვა შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ ის ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება