ნაომი კემპბელს ინტერვიუს დროს ჩაეძინა

ნაომი კემპბელს ინტერვიუს დროს ჩაეძინა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელს პრესკონფერენციის დროს ჩაეძინა. საქმე ის არის, რომ მოდელი ლონდონში რეალითი შოუ The Face-ის მორიგი სეზონის წარსადგენად იყო ჩასული. ნაომი ამ შოუს წამყვანია, მაგრამ The Face-ის პრეზენტაცია ჩავარდა. შავკანიანმა მოდელმა თავი ვეღარ შეიკავა და პრესკონფერენციის დროს მედიის წევრების თანდასწრებით ჩათვლიმა.

კემპბელს დაახლოებით 10 წუთი ეძინა. ჟურნალისტებმა 43 წლის მოდელს ძილი არ დაუფრთხეს, რადგან ნაომის ფეთქებადი ხასიათის შესახებ ცნობილია. ამიტომ, ჟურნალისტები კითხვებს პროექტის სხვა მონაწილეებს უსვამდნენ.

როდესაც ნაომიმ გაიღვიძა, მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრს მუშაობს, უწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაფრენა  და სასაათო სარტყელის შეცვლა მასზე ცუდ გავლენას ახდენს.  გარდა ამისა, მოდელს  ბოლო დროს დატვირთული გრაფიკის გამო დღე-ღამეში 3 საათი სძინავს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება