132 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

132 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

132 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ქართველ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარ პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე