”კანონიერი პედოფილია” - ირანელ კაცებს ნაშვილებ ქალიშვილებზე დაქორწინება შეუძლიათ

”კანონიერი პედოფილია” - ირანელ კაცებს ნაშვილებ ქალიშვილებზე დაქორწინება შეუძლიათ

ირანში ახალი კანონი შემოიღეს, რომელიც კაცებს ნაშვილებ ქალიშვილებზე დაქორწინების უფლებას აძლევს. მამაკაცებს 13 წლის ქალიშვილებზე დაქორწინების უფლება ოფიციალურად მიენიჭათ. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ ფაქტს ინცესტი უწოდეს.

კანონში ასევე განმარტებულია, რომ მამის ნებართვის შემდეგ გოგონებს 13 წლის ასაკში გათხოვება, ვაჟებს კი 15 წლის ასაკში დაქორწინება შეუძლიათ.

"ამას შეგვიძლია კანონიერი პედოფილია ვუწოდოთ. დაქორწინდე შენს ნაშვილებ ბავშვზე, ირანის კულტურის ნაწილი არაა. კანონიერი პედოფილია ჩვენს ბავშვებს საფრთხეს უქმნის", - ამბობს ადვოკატი შადი სადრი.

ირანში ბავშვთა უფლებები, განსაკუთრებით კი გოგონების, ხშირად ირღვევა. საგანგაშოა ქვეყანაში არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებელი. მარტო 2010 წელს 10-დან 14 წლამდე ასაკის 42 000 ბავშვი დაქორწინდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა