როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე

როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე

სეზონზე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო მუმლაძის, ლევან ყოჩიაშვილის და ანი ტყებუჩავას გმირების სამკუთხედი კვლავ აქტუალური გახდა. სტომატოლოგი ნათია დიდი მუცლით დაბრუნდა მონასტრიდან და დათოს შემთხვევით მაღაზიაში შეხვდა. ნინო მუმლაძესთან დღეს ბლიცინტერვიუს გთავაზობთ და საუბარს სწორედ სერიალის სცენებიდან ვიწყებთ.

- ნინო, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩნდი, დაბრუნდი მონასტრიდან?

- დავბრუნდი და პატარა სიურპრიზიც ჩამოვიტანე.

- განახლდება თქვენი რომანი, კვლავ აუჩქროლებ ლევან ყოჩიაშვილის გმირს გულს?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, რას უპირებს ჩემს გმირს ქეთი დევდარიანი. სცენარი ნელ-ნელა იწერება და მეც, პრაქტიკულად, მაყურებელთან ერთად ვეცნობი. ისე, ეს ამბავი ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო, არ ველოდი სიუჟეტის ასეთ განვითარებას.

- ვის შვილს ატარებს მუცლით ნათია?

- რა თქმა უნდა, დათოს შვილს.

- შენი გმირი ნამდვილ, ახალ სიყვარულს ხომ არ იპოვის?

- არ ვიცი... მე მგონი, მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდება.

- კარგი, სცენარისტებს დაველოდოთ, მანამდე ჩვენს ბლიცკითხვებზე გამეცი პასუხი. პირობები ასეთია: მე ვიწყებ წინადადებას, შენ - ამთავრებ...

- აბა, გისმენ.

- საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი...

- როგორც მსახიობს, უფრო მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. ვიცი, რომ ჩემს პროფესიას არასდროს ვუღალატებდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდი სიამოვნებით ვასრულებ მას საქართველოში. უბრალოდ, იმ ფაქტში, რომ საქართველოში ხელოვანი ადამიანის შრომა შესაბამისად არ ფასდება, ვერავინ შემედავება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, დღეს ყველა ქართველი მსახიობი ამაზე წუწუნებს.

- ჩემს დაბადებას...

- ძალიან ელოდა ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, გრიგოლ ქსოვრელი, მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი, სწორედ მან დამარქვა თავისი მეუღლის სახელი - ნინო. იმ მომენტში, როცა დავიბადე, ბაბუაჩემი ედუარდ შევარდნაძესა და იმდროინდელ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ქეიფობდა. დაურეკეს და შვილიშვილის დაბადება ახარეს. გახარებულმა გრიშამ სუფრაზე დაბრუნებისთანავე ყველას ფეხზე წამოდგომა მოსთხოვა, ჭიქა ააწევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ხმამაღლა გამოაცხადა, ცუნცულა შემეძინაო. სულ ამბობდა, ნინო სასახელო გოგო გაიზრდებაო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება