ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში

ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში

სალომე ბაკურაძე ფულის დაგროვების საკითხში მოიკოჭლებს, შეიძლება ითქვას, რომ ბანკთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, არც შეგროვებისა და არც კრედიტის თვალსაზრისით. მისი პირველი ხელფასი 80 ლარი გახლდათ, რამდენიმე წლის წინ არაეროვნულ ვალუტაში იმხელა ხელფასს იღებდა, რამდენიც დღეს ბევრისთვის შეიძლება, სანატრელიც კი იყოს.

- შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ პირველკურსელთათვის გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობ, გამოვდივარ სხვადასხვა კერძო კონცერტზე, ''თბილისობის'' დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ კონცერტზეც მიხილავთ. გარდა ამისა, რადიო ''იმედის'' დილის გადაცემის წამყვანი ვარ და 7 საათიდან იწყება ჩემი ცხოვრება, ''კომედი არხის'' ბაზაზე გაკეთებულ სტუდიაში ვოკალის პედაგოგი გახლავართ, საღამოობით კი კლუბებში ვმღერი.

- რაც შეეხება რუბრიკის თემას, ფულსა და მფლანგველობას...

- ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა და დაგროვების საკითხში მოვიკოჭლებ, მაგრამ თუ ვიცი, თანხა მისაცემი მაქვს ან რაიმე კონკრეტულისთვის მაქვს გამიზნული, ხელფასის აღებისთანავე ვდებ, რომ არ დამეხარჯოს. თუმცა მთლად ისეთი ჭკვიანიც ვერ ვარ, ყულაბაში ან რომელიმე ბანკის ანგარიშზე რომ ვაგროვებდე თანხას. როგორც კი მცირე დროს ვნახულობ, მაღაზიებში დავრბივარ, რაც მომწონს, იმაზე უარს ვერ ვამბობ, მიყვარს მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენა.

- რაში შეგიძლია ბოლო კაპიკების გადახდა?

- თუ ბოლო კაპიკებამდე ვარ მისული, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამ მდგომარეობამე არ მივიდე.

- პირადად შენი ფინანსებით რაიმე სერიოზული შეგიძენია?

- კი, სახლში რემონტი ჩემი ფინანსებით გავაკეთე, მართალია, დანაზოგი არ მქონდა და ერთიანად არ მედო საჭირო თანხა, მაგრამ, როგორც კი ფული შემომდიოდა, მაშინვე ამ საქმეს ვახარჯავდი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დედა მეხმარებოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩემი გაკეთებულია.

- გაიხსენე შენი პირველი ჰონორარი..

- ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდი, VIII-IX კლასში ვიქნებოდი, სტუდიაში ვმღეროდი, სადაც პედაგოგმა ჩემზე პატარა ბავშვები ვოკალში სამეცადინოდ ჩამაბარა, ამაში კი 70-80 ლარს მიხდიდა, იმ დროისთვის ისე ცოტა არ იყო ეს ფული, როგორც ახლა, მერვეკლასელი ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი შრომით მოპოვებული პირველი ხელფასი გახლდათ. თუკი კარგ ანაზღაურებას გავიხსენებთ, ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში მქონდა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება, რომელსაც არაეროვნულ ვალუტაში ვიღებდი, ჩემი იმდროინდელი ხელფასი იმდენად კარგი იყო, რომ ზოგს ის თანხა ახლაც სანატრელი აქვს.

- ფინანსური კრიზისი გქონია?

- (ფიქრობს) შორეულ წარსულში, ყველას უჭირდა, მაგრამ როგორც სხვების, ასევე ჩემი მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი გვქონოდა, რაც გვჭირდებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება