მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მასზე ლამაზ გოგონებთან არ თანამშრომლობს და განსაკუთრებით ერიდება ქალებს, რომლებიც მაღლები არიან.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ლოპესის ახლო მეგობარი აცხადებს, მომღერალი მაქსიმალურად ცდილობს მასთან შტატში საშუალო გარეგნობის ქალები მოხვდნენ, რათა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს.
ჯენიფერი საკუთარ დირექტივებს რეჟისორებსაც კარნახობს. მან რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა და ვიდრე კონტრაქტს ხელს მოაწერდა, რეჟისორს კასტინგში მონაწილეთა ფოტოსურათები მოსთხოვა. შესაბამისად, ფილმში ვერ მიიწვიეს ლოპესზე უფრო სექსუალური და ტანადი მსახიობი ქალი.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.