ქალ მძღოლს, რომელმაც თეთრი სახლის აკრძალული ხაზი გადაკვეთა, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

ქალ მძღოლს, რომელმაც თეთრი სახლის აკრძალული ხაზი გადაკვეთა, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

ერთი ადამიანი დაიღუპა და პოლიციის ორი ოფიცერი დაშავდა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს, კაპიტოლიუმის შენობის წინ მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის კიმ დაინის განცხადებით, მომხდარი არ უკავშირდება ტერორიზმს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები დაედევნენ მანქანას, რომელიც შეეცადა თეთრი სახლის აკრძალული ხაზის გადაკვეთას. აშშ-ის სპეცსამსახურები შეეცადნენ მანქანის შეჩერებას, თუმცა ის პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და სვლა განაგრძო. შავი ფერის "სედანის" ტიპის ავტომანქანა კონგრესის მიმართულებით გაიმართა, სადაც ღობეს შეეჩეხა. პოლიციელებმა მანქანას ალყა შემოარტყეს, თუმცა მძღოლმა მაინც მოახერხა შემობრუნება და სწრაფი სიჩქარით გაემართა კაპიტოლიუმის შენობისკენ.

საბოლოოდ, პოლიციამ მანქანის მძღოლს, რომელიც ქალბატონი აღმოჩნდა, ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა ერთი წლის ბავშვი, რომელიც არ დაშავებულა და ახლა ბავშვთა თავშესაფარშია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა