ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა

ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა

"ოსკაროსანი" მსახიობი ნატალი პორტმანი ამჟამად სამშობლოში, ისრაელში, იმყოფება, სადაც ამოს ოზის წიგნ A Tale Of Love And Darkness-ზე ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.

ეს სურათი პორტმანის სრულმეტრაჟიანი სარეჟისურო დებიუტია. გარდა ამისა, იგი მთავარი გმირის სულით ავადმყოფ დედას განასახიერებს.

პორტმანი თელ-ავივის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, სადაც სურათის სცენარზე მუშაობს. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება.

ამერიკულ-ებრაული ერთობლივი პროექტის დამფინანსებელმა Тhe Jerusalem Film and Television Fund-მა წელს ივლისში ფილმის ბიუჯეტი (1,6 მლნ შეკელი) დაამტკიცა, რაც ამ ორგანიზაციისთვის რეკორდული ინვესტიციაა.

სურათის პროდუსერები არიან ებრაელი რამ ბერჰმანი, ელი შირმორი და დევიდ მანდილი, სცენარი თავად პორტმანმა დაწერა. ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში, იერუსალიმში მიმდინარეობს, სადაც რომანის ავტორმა ბავშვობა გაატარა. ბიჭუნას რთულ ცხოვრებას ფონად ამ ეპოქის ისტორიული მოვლენები გასდევს.

პორტმანი გადაღებების მთელი პერიოდი ისრაელში დარჩება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმს ივრითზე გადაიღებენ.

მომზადებულია Haaretz-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება