აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"

აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"

ჯგუფმა "გრინ რუმ" ("მწვანე ოთახი") საზოგადოებას ახალი კლიპი სახელწოდებით - "მამა" შესთავაზა, რომლის ნახვაც ინტერნეტშია შესაძლებელი. ჯგუფის წევრები - აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი, რომლებმაც პროექტზე ერთობლივად იმუშავეს, თავიანთ სათქმელს თამამად და დაუფარავად ამბობენ. "ამბები.გე" აჩიკო გულედანს დაუკავშირდა:

- როცა ადამიანს რაღაცის თქმა გინდა, ამბობ. ჩვენც "გრინ რუმმა", - მე და ბექა ჯაფარიძე-შუკვანმა ამ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ და სათქმელი ვთქვით. ხოლო მოტივი, თუ რატომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ, შემდეგი გახლავთ - ჩვენთან საბჭოთა კავშირი ბრუნდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემთვის და ქვეყნისთვისაც წარსულია.

ვიდეოს ტექსტში არის ასეთი ფრაზა, - "სტალინი არის მამა". დიახ, სტალინი ჩვენში არსებული პრობლემების კრებითი სახელია, - ყველაფერი მისი დამსახურება. სამწუხაროა, რომ ის ცოცხალია ადამიანების თავებში. მან წარმატებით მოახერხა მანქურთების შექმნა, საზოგადოების წევრების გაპრესვა, მათში შიშის ჩანერგვა და მთელი ამ სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დღემდე მუშაობს. მოკლედ, სტალინი იმ ყველაფრის გამომხატველია, რაც ჩვენს თავებში თასვისუფლებას ხელს უშლის. ამიტომ სტალინი არის მამა, სტალინი არის ძე!

კლიპში საბჭოთა კავშირის, იმავე რუსეთის ჰიმნია გამოყენებული, რადგანაც როგორც ვთქვი, ისევ საბჭოთა კავშირია.…

- დღევანდელი ხელისუფლების კურსზე რას იტყვი?

- დღეს რაც ხდება, სწორედ ჩვენი ქვეყნის კურსის ბრალია... ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - სად მიდის ქვეყანა და საზოგადოებას რა უნდა?

თუ საზოგადოების ამოსავალი წერტილი რუსულ ბაზარზე მანდარინის გაყიდვაა, მაშინ მე უფრო დიდი წარმოდგენის ვარ ჩემს ქვეყანასა და მის შესაძლებლობებზე. კულტურული დეგრადაციაა, როცა გგონია, რომ შენი კულტურა მხოლოდ ერთ ქვეყანას უნდა მოსწონდეს, რადგანაც თუ მსოფლიოს ნაწილი ხარ, მაშინ ის ყველას უნდა ანახო და გააცნო. შენი მუსიკა, მწერლობა, მხატვრობა მსოფლიოში ყველას მოსაწონი უნდა იყოს.

ერთმა მომღერალმა გულწრფელად თქვა (ეს გამჯდარია ადამიანებში, მათ შორის - ჩვენს თაობაშიც, რადგანაც ამის ხანგრძლივი პროპაგანდა მიდიოდა), - წითელარიმიელი ჩემთვის საყვარელი ტიპი იყოო და ვერ წარმოვიდგინე, რომ ის ჩემი მტერიაო. პრობლემა აი ეს არის, - ადამიანები ვერ ხედავენ სერიოზულ პრობლემას!

- ე.ი. მიგაჩნია, რომ ქვეყანას უკუსვლის კურსი აქვს აღებული?

- არ მინდა, ჩვენი ვიდეო და ქვეყნის კურსი ერთმანეთს დავუპირისპირო, მაგრამ რომ არა ამ ქვეყნის დღევანდელი კურსი, ეს ვიდეოც არ იქნებოდა. აქ ლაპარაკი არ არის ერთ კონკრეტულ უსამართლობაზე, რომელიც ნებისმიერი მთავრობის დროს შეძლება, მოხდეს. ძალიან პრინციპული საკითხია, - სად მიდიხარ! და თუ მიდიხარ, ჩვენი სიმღერის ტექსტში არის ფრაზა - "ნამგალზე დიდი ურო, ცოცხალ გვამებზე დევს, თუ გინდა, ირტყა ურო, ტ*აკი მიეცი კრემლს". და თუ "ტ*აკის მიცემა" გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!..

- საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. რას იტყვი იმაზე, რომ 23 საპრეზიდენტო კანიდატი გვყავს...

- ეს ყველაზე ნაკლებად მაწუხებს, რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატია. თუ გინდა, 67 იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

80-იანი წლებიც მახსოვს და 90-იანებიც, - ეროვნული მოძრაობა. იმ მუხტების შემდეგ გული მწყდება, რომ მადარინის გამყიდეველების პოზიციაში აღმოვჩნდით, თავზე ნაცარი წავიყარეთ და სირაქლემას პოზაში ვდგავართ. აქ არ არის ლაპარაკი, პოლიტიკურ სიმპათია-ანთიპათიებზე. ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, აბსურდის თეატრია და ეს აბსურდის თეატრი აწყობს ჩვენს მტერს!

- რა გადაწვეტილებას მიიღებ საარჩევნო ყუთთან, 27 ოქტომბერს?

- არჩევნებზე რომ მივალ, გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთთან მივიღებ, ან შეიძლება უკვე მქონდეს კიდევაც გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ვისაც რომელი კანდიდატი უნდა, იმას მისცეს ხმა, რაც დემოკრატიის მონაპოვარია.

ხმის მიცემა შეგიძლია, მაგრამ პრინციპული ის არის, ვისაც არ უნდა აძლევდე ხმას, არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაბიჯებაც არ შეძლება.

- რას გულისხმობ?

- მოკლედ, ხმის მიცემაში ცუდი არაფერია, მტრისთვის რაღაც ადგილების მიცემა, უკვე ცუდია!..

არიან ადამიანები, ვისაც ხმას არასოდეს მივცემ, პრორუსულ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც ქართულ რეალობაში არიან და უნდათ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლეგალურდ დაიმკვიდრონ ადგილები. ყველაფერი კარგად ვიცით, ეს როგორ და რანაირად ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია პრინციპები, რომელიც ყველას, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. პრინციპში ლუსტრაცია აღარ იყო საჭირო, ყველაფერი ისედაც ვიცოდი, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ამ ყველაფერს ხაზს. იმედი მაქვს, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს. როგორ? რანაირად? რა დრო დასჭირდება? მაგრამ ვიცი, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: "ტრ... მიეცი კრემლს" - Green Room-ის პროტესტი სიმღერით "მამა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება