მიშელ პფაიფერმა მსახიობობა მხატვრობაზე გაცვალა

მიშელ პფაიფერმა მსახიობობა მხატვრობაზე გაცვალა

მსახიობმა მიშელ პფაიფერმა აღიარა, რომ ხატვა კინოგადაღებებს ურჩევნია. ჰოლივუდის მსახიობს ეს ჰობი იმდენად იტაცებს, რომ ტილოზე მუშაობის გამო რეჟისორებისგან მიმზიდველ შეთავაზებებზე უარს ამბობს.

"კინოს გარდა ბევრი სხვა გატაცება მაქვს. მაგალითად, ვხატავ. პორტრეტები ჩემი სპაციალიზაციაა. ბავშვები სკოლაში მიდიან, მე კი ჩემს სტუდიაში. ხანდახან გადაღებებზე უარს ვამბობ იმის გამო, რომ პორტრეტის დაუსრულებლად დატოვება არ მიყვარს",- აღიარა ცნობილმა მსახიობმა.

ამასთან, მიშელი ამბობს, რომ როდესაც მისი შვილები კოლეჯში წავლენ, მას ბევრი თავისუფალი დრო დარჩება, რომელსაც გადაღებებს მიუძღვნის.

"ამჟამად ჩემი მონაწილეობით ზედიზედ სამი ფილმი გამოვიდა, ჩვეულებრივ, შედარებით ცოტას ვმუშაობ",- ამბობს პფაიფერი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება