ლიონელ მესის ახალი სახლის ორიგინალური პროექტი - "10-იანი სტადიონზე"

ლიონელ მესის ახალი სახლის ორიგინალური პროექტი - "10-იანი სტადიონზე"

"ბარსელონასა" და არგენტინის თავდამსხმელის, ლიონელ მესის ახალი სახლ-კარი ზედხედიდან მნახველს საფეხბურთო სტადიონს მოაგონებს, ცენტრში დადებული ბურთით.

"ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელის სახლის პროექტზე ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს, რომელსაც ლუის დე გარიდო ხელმძღვანელობს.

ეს უკანასკნელი თავის დროზე არაერთი ცნობილი ადამიანის, მათ შორის, ნაომი კემპბელის ვილის პროექტზე მუშაობდა.

მესის ახალ სახლ-კარში გარაჟი იმავდროულად ჭიშკრის ფუნქციასაც შეასრულებს, ძირითად საცხოვრისთან კომპლექტში კი ზემოდან "ათიანად" გამოჩნდება - სწორედ ამ ნომრით თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა.

რაც შეეხება სამოსახლოს ფართობს, ის 1300 კვადრატულ მეტრს აღემატება.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა